იგივური გარდაქმნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იგივური გარდაქმნა''' - ცვლადების შემცველი ერთი გამოსახულებ...) |
15:57, 25 სექტემბერი 2023-ის ვერსია
იგივური გარდაქმნა - ცვლადების შემცველი ერთი გამოსახულების (ალგებრული, ანალიზური გამოსახულების) შეცვლა სხვა, მისი იგივურად ტოლი გამოსახულებით, რომელიც იღებს იმავე მნიშვნელობებს ამ გამოსახულებაში შემავალი ასოების ყველა დასაშვები მნიშვნელობისათვის (ცვლადების ყველა იმ მნიშვნელობისათვის, რომელთაც აქვთ აზრი).
იგივური გარდაქმნა დიდ როლს თამაშობს ალგებრაში განტოლებების, უტოლობების და მათი სისტემების ამოხსნისას, თეორემის ან იგივეობის დამტკიცებისას. იგივური გარდაქმნის მაგალითებია: წილადის შეკვეცა, ფრჩხილების გახსნა, თანამამრავლის გამოტანა ფრჩხილებს გარეთ, შეკრების ფორმულები ტრიგონომეტრიაში, კვადრატული მრავალწევრის დაშლა მამრავლებად და სხვ.