თაღარი (მარცვლეულის საწყაო)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''თაღარი''' - მარცვლეულის [[საწყაო]], დიდი ზომის პირფართე თიხის ჭურჭელი. [[საქართველო|საქართველოში]] დამკვიდრდა [[ირანი]]დან, სიტყვა „თაღარი“ პირველად გვხვდება XIII ს-ის ხოჯაყოფილის მიერ ნათარგმნ „წიგნი სააქიმოი“-ში. როგორც საზომი-საწყაო ირანში, თაღარის წონა განსაზღვრული იყო 100 თავრიზული მანით (მანი=812გ.), რაც შეესაბამება 83,2 კგ-ს. [[ივანე ჯავახიშვილი|ივ. ჯავახიშვილის]] გამოკვლევით, თაღარი 30 ლიტრას უდრიდა. | + | '''თაღარი''' - მარცვლეულის [[საწყაო]], დიდი ზომის პირფართე თიხის ჭურჭელი. [[საქართველო|საქართველოში]] დამკვიდრდა [[ირანი]]დან, [[სიტყვა]] „თაღარი“ პირველად გვხვდება XIII ს-ის ხოჯაყოფილის მიერ ნათარგმნ „წიგნი სააქიმოი“-ში. როგორც საზომი-საწყაო ირანში, თაღარის წონა განსაზღვრული იყო 100 თავრიზული მანით (მანი=812გ.), რაც შეესაბამება 83,2 კგ-ს. [[ივანე ჯავახიშვილი|ივ. ჯავახიშვილის]] გამოკვლევით, თაღარი 30 ლიტრას უდრიდა. |
XIX ს-ში [[თბილისი]]ს მაზრაში თაღარი შეადგენდა 3 კოდს, ე.ი. 30 ლიტრას. კოდის ზრდის გათვალისწინებით, თაღარის ტევადობა XVIII-XIX სს-ში საშუალოდ 90-100 კგ.-ით განისაზღვრებოდა. | XIX ს-ში [[თბილისი]]ს მაზრაში თაღარი შეადგენდა 3 კოდს, ე.ი. 30 ლიტრას. კოდის ზრდის გათვალისწინებით, თაღარის ტევადობა XVIII-XIX სს-ში საშუალოდ 90-100 კგ.-ით განისაზღვრებოდა. | ||
00:38, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია
თაღარი - მარცვლეულის საწყაო, დიდი ზომის პირფართე თიხის ჭურჭელი. საქართველოში დამკვიდრდა ირანიდან, სიტყვა „თაღარი“ პირველად გვხვდება XIII ს-ის ხოჯაყოფილის მიერ ნათარგმნ „წიგნი სააქიმოი“-ში. როგორც საზომი-საწყაო ირანში, თაღარის წონა განსაზღვრული იყო 100 თავრიზული მანით (მანი=812გ.), რაც შეესაბამება 83,2 კგ-ს. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით, თაღარი 30 ლიტრას უდრიდა.
XIX ს-ში თბილისის მაზრაში თაღარი შეადგენდა 3 კოდს, ე.ი. 30 ლიტრას. კოდის ზრდის გათვალისწინებით, თაღარის ტევადობა XVIII-XIX სს-ში საშუალოდ 90-100 კგ.-ით განისაზღვრებოდა.
თაღარი ეწოდებოდა საწნახლიდან გადმოსული ტკბილის მოსაკავებელი თიხის ან ქვის ჭურჭელსაც (ისარნა).
თაღარი
ივ. ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთმცოდნეობა. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან. 1973. ე.ნ. მ.ხ.