პატრიარქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''პატრიარქი''' - (ეტიმ. ბერძ. patriárches (სიტყვიდან patriá „წარმომავლობა“ + archés „მეთაური“, შემდეგ ლათ. patriarca), სიტყვა აღნიშნავს როგორც ებრაელი ხალხის წინაპრებს, ისე [[კათოლიკე ეკლესია|კათოლიკე ეკლესიის]] ცალკეული მნიშვნელოვანი ცენტრებისა და [[აღმოსავლური ეკლესიები|აღმოსავლურ ეკლესიათა]] [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსებს]]:
+
'''პატრიარქი''' - (ეტიმ. ბერძ. patriárches (სიტყვიდან patriá „წარმომავლობა“ + archés „მეთაური“, შემდეგ ლათ. patriarca), [[სიტყვა]] აღნიშნავს როგორც ებრაელი ხალხის წინაპრებს, ისე [[კათოლიკე ეკლესია|კათოლიკე ეკლესიის]] ცალკეული მნიშვნელოვანი ცენტრებისა და [[აღმოსავლური ეკლესიები|აღმოსავლურ ეკლესიათა]] [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსებს]]:
  
 
ა) პირველი მნიშვნელობით სიტყვა, ვიწრო გაგებით, [[ისრაელი|ისრაელის]] ტომის ფუძემდებლებს აღნიშნავს: [[აბრაამი|აბრაამს]], [[ისააკი|ისააკსა]] და [[იაკობი|იაკობს]]; გადატანითი მნიშვნელობით კი, აგრეთვე, ადამიდან აბრამამდე ტომის მამამთავრებს (ენუქი, მათუსალა, [[ნოე]] და სხვანი.
 
ა) პირველი მნიშვნელობით სიტყვა, ვიწრო გაგებით, [[ისრაელი|ისრაელის]] ტომის ფუძემდებლებს აღნიშნავს: [[აბრაამი|აბრაამს]], [[ისააკი|ისააკსა]] და [[იაკობი|იაკობს]]; გადატანითი მნიშვნელობით კი, აგრეთვე, ადამიდან აბრამამდე ტომის მამამთავრებს (ენუქი, მათუსალა, [[ნოე]] და სხვანი.
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;
+
[[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:საეკლესიო იერარქია]]
 
[[კატეგორია:საეკლესიო იერარქია]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 01:23, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

პატრიარქი - (ეტიმ. ბერძ. patriárches (სიტყვიდან patriá „წარმომავლობა“ + archés „მეთაური“, შემდეგ ლათ. patriarca), სიტყვა აღნიშნავს როგორც ებრაელი ხალხის წინაპრებს, ისე კათოლიკე ეკლესიის ცალკეული მნიშვნელოვანი ცენტრებისა და აღმოსავლურ ეკლესიათა ეპისკოპოსებს:

ა) პირველი მნიშვნელობით სიტყვა, ვიწრო გაგებით, ისრაელის ტომის ფუძემდებლებს აღნიშნავს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს; გადატანითი მნიშვნელობით კი, აგრეთვე, ადამიდან აბრამამდე ტომის მამამთავრებს (ენუქი, მათუსალა, ნოე და სხვანი.

ბ) რაც შეეხება ტერმინის მეორე მნიშვნელობას, ჯერ კიდევ ნიკეის კრებამ (325) აღიარა რომის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის საეპისკოპოსო რეზიდენციათა განსაკუთრებული მნიშვნელობა; შემდეგ კონსტანტინოპოლის კრებამ (381) მათ რიცხვს კონსტანტინოპოლის, როგორც „ახალი რომის“ კათედრაც მიაკუთვნა, ქალკედონის კრებამ კი (451) მათ იერუსალემის საეპისკოპოსო კათედრის ღირსება გაუთანაბრა და აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის კათედრა უმნიშვნელოვანესი იყო აღმოსავლეთში და უშუალოდ მოსდევდა რომისას.

დროთა განმავლობაში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ „მსოფლიო საპატრიარქოს“ წოდება მიიკუთვნა და მან აღმოსავლეთის სხვა საპატრიარქოთა საქმეებში ჩარევის შემდგომში ტრადიციული უფლება მოიპოვა. დასავლეთში კი, 1451 წელს დაარსდა ვენეციის საპატრიარქო (როგორც VI საუკუნეში დაარსებული აკვილეის ძველი საპატრიარქოს მოსაყდრე).

ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ დაარსდა დასავლეთ ინდოეთის საპატრიარქო, რომლის მმართველი უწყება მადრიდში მდებარეობდა. 1716 წელს კლემენტე XI-მ ლისაბონის მთავარეპისკოპოსს პატრიარქის ტიტული უბოძა, ლეონ XIII-მ კი გოას (ინდოეთი) მთავარეპისკოპოსს აღმოსავლეთ ინდოეთის პატრიარქის წოდება მიანიჭა. აღმოსავლეთის ცალკეულ ეკლესიათა რომთან შეერთების შემდეგ ყოველი წესისათვის ცალკე პატრიარქი დაინიშნა (მარონიტთა, მელქიტთა, სომეხთა, კოპტთა და სხვა წესთა პატრიარქები). ლათინურ ეკლესიაში პატრიარქები მხოლოდ საპატიო წოდებას ატარებენ და მათ მართვის რამე ძალაუფლება არ გააჩნიათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ძალაუფლება ზოგიერთ მათგანს სამოციქულო უპირატესობის ან დამკვიდრებული ტრადიციის ძალით ენიჭება.




[რედაქტირება] წყარო

ქრისტიანობის ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები