ტაგანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტაგანა''' – მცირე ზომის ხის ჭურჭელი, რომელთანაც მოხეური საპა...) |
მიმდინარე ცვლილება 12:52, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
ტაგანა – მცირე ზომის ხის ჭურჭელი, რომელთანაც მოხეური საპატარძლო ლექსი „ჩემო ხელის მომკიდეო“ არის დაკავშირებული. ოჯახის საქმიანობაში პატარძლის ჩაბმის სიმბოლურ საწყისს წარმოადგენდა ხევსა და მთიულეთში გავრცელებული „პატარძლის წყალზე გაყვანის“ ჩვეულება. კერძოდ, ხევში, პატარძალს წყაროზე წაიყვანდნენ, ხელისმომკიდე სავსე ტაგანასს აკიდებდა და შინ გამობრუნებისას მღეროდნენ:
- ჩემო ხელის მომკიდეო,
- ტაგანაი მომკიდეო;
- თუ ტაგანას არ მომკიდებ
- ხელი მაინც მომკიდეო.
გ. შეთეკაური
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ს. მაკალათია, მთიულეთი, 1930, გვ. 118;
- მისივე, ხევი, 1934, გვ. 164;
- ა. ყაზბეგი, თხზულებანი, ტ. V, 1950, გვ. 40.