ჰიპოთეზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰიპოთეზა''' – (''ბერძნ''. Hypothesis – საფუძველი, ვარაუდი, დაშვება, thesis – ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:მეცნიერება]]
 
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]

მიმდინარე ცვლილება 16:09, 27 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ჰიპოთეზა – (ბერძნ. Hypothesis – საფუძველი, ვარაუდი, დაშვება, thesis – დებულება) – მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია რაიმე მოვლენის ასახსნელად და მოითხოვს ცდით შემოწმებას ან თეორიულ დასაბუთებას; ე.ი. ჰიპოთეზა არის რისამე საფუძველი – მიზეზი ან არსი; იგი არის მეცნიერული ძიებისა და ფაქტების ახსნის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა.

ძველი საბერძნეთის მათემატიკოსები (ევკლიდე, არქიმედე, პლატონი) იყენებდნენ hypothesis-ის ცნებას, რომელშიც გულისხმობდნენ გეომეტრიულ ფაქტს, რომელსაც იღებდნენ დამტკიცების დასაწყისში, ოღონდ მისი დასაბუთება ცხადი ხდება შემდგომ, დამტკიცების პროცესში.

XVII - XVIII საუკუნეებში ჰიპოთეზა გახდა მეცნიერული ძიებისა და ფაქტების ახსნის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა. თანამედროვე მეცნიერებაში ჰიპოთეზა გაგებულია როგორც ვარაუდი, რომლის მიზანია ახსნას გარკვეული ტიპის უკვე ცნობილი მოვლენები და იწინასწარმეტყველოს ახალი უცნობი ფაქტები. ჰიპოთეზა ალბათურია; მისი ჭეშმარიტება – მცდარობა უნდა დადგინდეს ემპირიული შემოწმებით. მომავალმა დაკვირვებებმა იგი შეიძლება დაადასტუროს ან არ დაადასტუროს. პირველ შემთხვევაში ჰიპოთეზა გადაიქცევა მეცნიერულ თეორიად, ხოლო მეორე შემთხვევაში იგი უარიყოფა ან ნაწილობრივ შეიცვლება. მეცნიერების განვითარება ჰიპოთეზის მუდმივი შემოწმების, გადასინჯვისა და შეცვლის პროცესია.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები