ბარამგურიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ბარამგურიანი („შვიდი მთიები“) (XVII ს. შუა წლები) — [[ნოდარ ციციშვ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
ბარამგურიანი („შვიდი მთიები“) (XVII ს. შუა წლები) [[ნოდარ ციციშვილი]]ს მიერ დამუშავებული პოემა. სასანელი მეფის ბაჰრამ-გურის (V ს.) თავგადასავალს მთელი ეპიზოდი დაუთმო ფირდოუსიმ „შაჰ-ნამეში“. პირველი პოემა ამ თემაზე დაწერა ნიზამიმ. აქცენტი აქ გადატანილია ბაჰრამის სამიჯნურო თავგადასავალზე შვიდ მზეთუნახავთან და შიგ ჩართული ნოველებზე. შემდგომ საუკუნეებში მიმბაძველნი ძირითადად იმეორებდნენ ქარგას, სიახლე ნოველების შერჩევა-განაწილებაში ვლინდებოდა. ნოდარ ციციშვილი პროლოგში მიუთითებს იმ წყაროებს, რომლებსაც იცნობდა თუ იყენებდა (ნიზამი, ხოსრო დეჰლევი, ნავოი და ჯამი), თუმცა მისი ტექსტი უშუალოდ არც ერთ მათგანს არ მისდევს. ამდენად, „ბარამგურიანი“ დამოუკიდებელ დამუშავებად არის მიჩნეული დღესდღეობით განსაკუთრებით საინტერესოა ჩართული ნოველები (შავი ქალაქის ამბავი, ომაინისა და ახის ამბავი, ალმასისა და ჯაბირის ამბავი, რუსთ ხელმწიფის ამბავი, გორჯასპ ზაულელის ამბავი, მაამებლისა და მაწყინარის ამბავი, უნაღვლოს მძებნელი მეფის ამბავი). [[ნოდარ ციციშვილი]]ს ვრცელი პოემა (ორიათასამდე სტროფი) თავისი დროის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტია. ამას ხელი შეუწყო შედარებით მაღალმა მხატვრულმა დონემ, რაც განაპირობა ვეფხისტყაოსნისეული ნაკადის შემოქმედებითმა ათვისებამ. 1975 წ. მოსკოვში გამოქვეყნდა „ბარამგურიანის“ ბწკარედული რუსული თარგმანი, შესრულებული ბ. რუდენკოს მიერ.
+
'''ბარამგურიანი''' („შვიდი მთიები“) —  (XVII ს. შუა წლები), [[ნოდარ ციციშვილი]]ს მიერ დამუშავებული პოემა. სასანელი მეფის ბაჰრამ-გურის (V ს.) თავგადასავალს მთელი ეპიზოდი დაუთმო ფირდოუსიმ „შაჰ-ნამეში“. პირველი პოემა ამ თემაზე დაწერა ნიზამიმ. აქცენტი აქ გადატანილია ბაჰრამის სამიჯნურო თავგადასავალზე შვიდ მზეთუნახავთან და შიგ ჩართული ნოველებზე. შემდგომ საუკუნეებში მიმბაძველნი ძირითადად იმეორებდნენ ქარგას, სიახლე ნოველების შერჩევა-განაწილებაში ვლინდებოდა. ნოდარ ციციშვილი პროლოგში მიუთითებს იმ წყაროებს, რომლებსაც იცნობდა თუ იყენებდა (ნიზამი, ხოსრო დეჰლევი, ნავოი და ჯამი), თუმცა მისი ტექსტი უშუალოდ არც ერთ მათგანს არ მისდევს. ამდენად, „ბარამგურიანი“ დამოუკიდებელ დამუშავებად არის მიჩნეული დღესდღეობით განსაკუთრებით საინტერესოა ჩართული ნოველები (შავი ქალაქის ამბავი, ომაინისა და ახის ამბავი, ალმასისა და ჯაბირის ამბავი, რუსთ ხელმწიფის ამბავი, გორჯასპ ზაულელის ამბავი, მაამებლისა და მაწყინარის ამბავი, უნაღვლოს მძებნელი მეფის ამბავი). ნოდარ ციციშვილის ვრცელი პოემა (ორიათასამდე სტროფი) თავისი დროის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტია. ამას ხელი შეუწყო შედარებით მაღალმა მხატვრულმა დონემ, რაც განაპირობა ვეფხისტყაოსნისეული ნაკადის შემოქმედებითმა ათვისებამ. 1975 წ. მოსკოვში გამოქვეყნდა „ბარამგურიანის“ ბწკარედული რუსული თარგმანი, შესრულებული ბ. რუდენკოს მიერ.
  
  
  
 
==ტექსტი==
 
==ტექსტი==
* [[ციციშვილი ნოდარ|ნოდარ ციციშვილი]], შვიდი მთიები, ბარამ გური, თბ., 1930.
+
* ნოდარ ციციშვილი, შვიდი მთიები, ბარამ გური, თბ., 1930.
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
+
[[კატეგორია: ლიტერატურული ძეგლები]]
 
+
[[კატეგორია:ქართული მწერლობა]]
[[კატეგორია: ქართველი პოეტები]]
+
[[კატეგორია: ციციშვილები]]
+

23:26, 27 სექტემბერი 2023-ის ვერსია

ბარამგურიანი („შვიდი მთიები“) — (XVII ს. შუა წლები), ნოდარ ციციშვილის მიერ დამუშავებული პოემა. სასანელი მეფის ბაჰრამ-გურის (V ს.) თავგადასავალს მთელი ეპიზოდი დაუთმო ფირდოუსიმ „შაჰ-ნამეში“. პირველი პოემა ამ თემაზე დაწერა ნიზამიმ. აქცენტი აქ გადატანილია ბაჰრამის სამიჯნურო თავგადასავალზე შვიდ მზეთუნახავთან და შიგ ჩართული ნოველებზე. შემდგომ საუკუნეებში მიმბაძველნი ძირითადად იმეორებდნენ ქარგას, სიახლე ნოველების შერჩევა-განაწილებაში ვლინდებოდა. ნოდარ ციციშვილი პროლოგში მიუთითებს იმ წყაროებს, რომლებსაც იცნობდა თუ იყენებდა (ნიზამი, ხოსრო დეჰლევი, ნავოი და ჯამი), თუმცა მისი ტექსტი უშუალოდ არც ერთ მათგანს არ მისდევს. ამდენად, „ბარამგურიანი“ დამოუკიდებელ დამუშავებად არის მიჩნეული დღესდღეობით განსაკუთრებით საინტერესოა ჩართული ნოველები (შავი ქალაქის ამბავი, ომაინისა და ახის ამბავი, ალმასისა და ჯაბირის ამბავი, რუსთ ხელმწიფის ამბავი, გორჯასპ ზაულელის ამბავი, მაამებლისა და მაწყინარის ამბავი, უნაღვლოს მძებნელი მეფის ამბავი). ნოდარ ციციშვილის ვრცელი პოემა (ორიათასამდე სტროფი) თავისი დროის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტია. ამას ხელი შეუწყო შედარებით მაღალმა მხატვრულმა დონემ, რაც განაპირობა ვეფხისტყაოსნისეული ნაკადის შემოქმედებითმა ათვისებამ. 1975 წ. მოსკოვში გამოქვეყნდა „ბარამგურიანის“ ბწკარედული რუსული თარგმანი, შესრულებული ბ. რუდენკოს მიერ.


ტექსტი

  • ნოდარ ციციშვილი, შვიდი მთიები, ბარამ გური, თბ., 1930.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები