ნიკოლოზ დვალის წამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნიკოლოზ დვალის წამება''' – (XIV ს.), სვინაქსარული ტ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:03, 28 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ნიკოლოზ დვალის წამება – (XIV ს.), სვინაქსარული ტიპის ჰაგიოგრაფიული ძეგლი. მოგვითხრობს ჯვარის მონასტრის ბერის ნიკოლოზის წამების ამბავს. ნიკოლოზი ჯერ კლარჯეთის უდაბნოებში იყო მონაზვნად, მერე იერუსალიმს დაემკვიდრა ქართველთა ჯვარის მონასტერში. მოღვაწეობდა კვიპროსის ქართველთა მონასტერშიც, შემდეგ კვლავ იერუსალიმს დაბრუნდა. აქედან მოძღვარმა დამასკოს გააგზავნა, დამასკოში ორგზის საჯაროდ „გინებულ ყო“ მაჰმადიანობა. ქალაქის ამირამ შეიპყრო და გაუგზავნა ამირათ-ამირას დენგიზს, რომელმაც ნიკოლოზის გამაჰმადიანება მოიწადინა. რაკი ბერმა უარი თქვა, თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1314 წ.

ძეგლი მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს პალესტინის ქართული სამონასტრო კოლონიის შესახებ. მისი ავტორია ჯვარის მონასტრის უცნობი ქართველი მოღვაწე, ნიკოლოზის წამების თვითმხილველი. ტექსტი შემოგვინახა გიორგი ათონელის დიდი სვინაქსარის იერუსალიმურმა ნუსხამ.


[რედაქტირება] ტექსტი და ლიტერატურა

  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, 1968, გვ. 348-351, 119-125.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები