მაკარი ლეთეთელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაკარი ლეთეთელი“ გადაიტანა გვერდზე „მაკარ ლეთეთელი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაკარ ლეთეთელი“ გადაიტანა გვერდზე „მაკარი ლეთეთელი“ გადამისა...) |
15:41, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია
მაკარი ლეთეთელი – (IX ს.), უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერის — სინური „მრავალთავის“ (864) გადამწერი. მაკარი, გიორგი გრძელისძე, დიდებული აზნაური, ეფრემ მაწყვერელის ნათესავი და გრიგოლ ხანძთელის მოწაფე ყოფილა. მრავალთავი მას იერუსალიმში, საბას ლავრაში, გადაუწერია და მაშინვე სინას მთის ქართული მონასტრისთვის შეუწირავს (ხელნაწერი დღესაც იქ ინახება).
ლეთეთი სოფელია დღევანდელი ქარელის რაიონში.