ორბელიანი პაპუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ორბელიანი პაპუნა''' (XVIII ს.) — ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „ა...) |
18:55, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია
ორბელიანი პაპუნა (XVIII ს.) — ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „ამბავნი ქართლისანი“. მისი თხრობა 1739-58 წწ. ამბებს შეეხება. ბევრი ისტორიული მოვლენის თვითმხილველი და მონაწილე ყოფილა, სხვანი — „მომითხრეს სარწმუნოთა კაცთაგან“. მჭევრმეტყველურად გადმოცემული აქვს „იწროებანი ქართლისანი“, ქართლ-კახეთის გაერთიანების სიკეთე. ვითარცა მემატიანე, გონიერი და ისტორიული ცხოვრების მრავალფეროვანებას დაკვირვებული კაცია. ცნობილია მისი ლიტერატურული საქმიანობა: საიმდროოდ პოპულარულ თემაზე დაუწერია „ხილთა ქება ანბანზე თქმული“.