პენტელაშვილი იოანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პენტელაშვილი იოანე''' (XVIII ს. დასასრული — XIX ს. დასაწყისი) — მთარ...) |
20:32, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია
პენტელაშვილი იოანე (XVIII ს. დასასრული — XIX ს. დასაწყისი) — მთარგმნელი, მდივან-მწიგნობარი. მოღვაწეობდა ერეკლე მეორის და გიორგი მეფის კარზე. 1798 წ. სომხურიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული „მელის წიგნი“ — სომეხი საეკლესიო მოღვაწის ვარდან აიგეკელის (XII—XIIIსს.) მოძღვრებათა კრებულის გადამუშავება-შევსების საფუძველზე ჩამოყალიბებული XVII ს. თხზულება.