ოქუმის მღვიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილეთ აგრეთვე)
(იხილეთ აგრეთვე)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[ოქუმი (სოფელი)|ოქუმი]]
 
[[ოქუმი (სოფელი)|ოქუმი]]
  
[[კატეგორია: მღვიმეები აფხაზეთში]]
+
 
 
[[კატეგორია: მღვიმეები]]
 
[[კატეგორია: მღვიმეები]]

16:13, 19 მაისი 2017-ის ვერსია

ოქუმის მღვიმე - მდებარეობს მდინარე ოქუმის ხეობაში, მის მარჯვენა ნაპირზე 1968-70 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა კარსტული წარმოშობის მღვიმე, რომლის ქვედა ჰორიზონტები შეიცავს პალეოლითურ მასალებს, ხოლო ზემოდან ადევს ორ შეცემენტებულ ფენას შორის მოქცეული ენეოლითის ხანის კულტურის ნაშთი, 15-20 სმ. სიმძლავრის.

მონაპოვარი შედგება კერამიკის, ქვისა და კაჟის ინვენტარებისგან. კერამიკა ხელით ნაძერწია, მურა-მოვარდისფრო ან ლეგა-მონაცრისფრო. გამოირჩევა ჯამის, ქოთნის, ქილის ფორმები. ჭურჭლის უმეტესობა სუსტადაა ნაპრიალები. ორნამენტი იშვიათია და წარმოდგენილია წერტილ-ფოსოებით პირის ქვეშ და ამოკაწრული ხაზებით მხარზე. რიყის ქვისაა სატეხის ნამზადი და საპრიალებელი. კაჟის ინვენტარიდან აღსანიშნავია მიკროლითები; საფხეკები ანატკეცებზეა დამზადებული. არის ნუკლიუსისაგან გაკეთებული სახოკიც. წარმოების გადანაყარის რაოდენობის გათვალისწინებით ოქუმის მღვიმეში შესაძლოა ყოფილიყო სახელოსნოც. მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

წყარო

ნონა შონია „იცნობდეთ ჩვენიკუთხის კულტურულ მემკვიდრეობას“,- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №30,-2015 წლის მარტი.

იხილეთ აგრეთვე

ოქუმი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები