ანუნაქები
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ანუნაქები''' – ''(შუმ. ბაბილონ.)'' დაბალი რანგის ღვთაებათა | '''ანუნაქები''' – ''(შუმ. ბაბილონ.)'' დაბალი რანგის ღვთაებათა | ||
| − | კრებული, რომელიც დაკავშირებულია ხთონურ (მიწის) სამყაროსთან. მათი სამყოფელია ქვესკნელი, სადაც ისინი [[ერეშქიგალი]]ს [[განგება|განგებით]] მკვდართა სამართალს არჩევენ. | + | კრებული, რომელიც დაკავშირებულია ხთონურ (მიწის) სამყაროსთან. მათი სამყოფელია [[ქვესკნელი]], სადაც ისინი [[ერეშქიგალი]]ს [[განგება|განგებით]] მკვდართა სამართალს არჩევენ. |
ბაბილონური კოსმოგონიის მიხედვით [[მარდუქი|მარდუქმა]] სამასი ანუნაქი ქვესკნელში გაამწესა, ხოლო სამასი – ცაში. მაგრამ ჩვეულებრივ ანუნაქები „ქვენა ღმერთები“ არიან [[იგიგები]]ს საპირისპიროდ. | ბაბილონური კოსმოგონიის მიხედვით [[მარდუქი|მარდუქმა]] სამასი ანუნაქი ქვესკნელში გაამწესა, ხოლო სამასი – ცაში. მაგრამ ჩვეულებრივ ანუნაქები „ქვენა ღმერთები“ არიან [[იგიგები]]ს საპირისპიროდ. | ||
მიმდინარე ცვლილება 13:07, 2 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ანუნაქები – (შუმ. ბაბილონ.) დაბალი რანგის ღვთაებათა კრებული, რომელიც დაკავშირებულია ხთონურ (მიწის) სამყაროსთან. მათი სამყოფელია ქვესკნელი, სადაც ისინი ერეშქიგალის განგებით მკვდართა სამართალს არჩევენ.
ბაბილონური კოსმოგონიის მიხედვით მარდუქმა სამასი ანუნაქი ქვესკნელში გაამწესა, ხოლო სამასი – ცაში. მაგრამ ჩვეულებრივ ანუნაქები „ქვენა ღმერთები“ არიან იგიგების საპირისპიროდ. ერთ მითოლოგიურ ფრაგმენტში, რომელიც შუმერულ ენაზეა შემონახული, ანუნაქები შედარებულნი არიან პირველყოფილ, ველურ ადამიანებს: „მსგავსად ადამიანებისა, პირველად რომ გაჩნდნენ, ანუნაქებმა არ იცოდნენ სამოსელით შემოსვა; ცხვრებივით პირით ძოვდნენ ბალახს, არხებიდან სვამდნენ წყალს“.
ზოგჯერ ანუნაქები „დიდ ღმერთებად“ არიან მოხსენიებულნი, ამ შემთხვევაში ანუნაქი „ღმერთის“ ზოგადი სახელი უნდა იყოს.
გილგამეშის ეპოსში ანუნაქები შემდეგ კონტექსტში არიან ნახსენები: „ანუნაქები, დიდი ღმერთები იკრიბებიან; მამეთუ – ბედისწერის შემქმნელი, მათთან ერთად ბედისწერას გადაწყვეტს; დაადგენენ სიკვდილ-სიცოცხლეს, სიკვდილის დღეს არ გააცხადებენ“. როგორც ქვესკნელის მსაჯულნი, ანუნაქები, ხან შვიდნი არიან, ხან ცხრანი. რაკი ანუნაქები მიწასთან არიან დაკავშირებულნი, დედამიწა „ანუნაქთა ველად“ იწოდება.