შვიდი მაისის წვიმა (ლექსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შვიდი მაისის წვიმა''' – სამეურნეო-აგრარული ლექსი, რომელიც ვე...) |
01:41, 3 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
შვიდი მაისის წვიმა – სამეურნეო-აგრარული ლექსი, რომელიც ვედრებაა ამინდის ღვთაებისადმი. ხალხი შვიდი მაისის წვიმას მაგიურ ძალას ანიჭებდა. ამ დღეს ქალები ფერხულს აბამდნენ და ლექსებს მღეროდნენ. მათი რწმენით, „შვიდ მაისს რომ შვიდი ძირი ყანა იდგეს, შვიდი მაისის წვიმა მოხვდეს, მაინც ყანად იქცევაო“.
ნ. შამანაძე
ლიტერატურა
- ხალხური სიტყვიერების მასალები, შეკრებილი ჯ. სონღულაშვილის მიერ, I ელ. ვირსალაძის რედ.;
- ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხური სიტყვიერება, ქრესტომათია, I, 1956 წ.