ჭადმა თქვა (გაბაასება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჭადმა თქვა''' – გაბაასების ჟანრის ნაწარმოები, ...) |
01:12, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ჭადმა თქვა – გაბაასების ჟანრის ნაწარმოები, „ხილთა ქების“ ნიმუში. „ხილთა ქებაში“ მჭადის (სიმინდის) მონაწილეობა მერმინდელი მოვლენაა, რადგანაც თვითონ კულტურა საქართველოში გვიანაა შემოსული. მცენარეებთან დიალოგში მჭადი (სიმინდი) თავმდაბალია და მორიდებული:
- ჭადმა თქვა: „ერთსა მეც ვიტყვი,
- მეც მოსავალში ვწერივარ,
- მე არც არავინ მაკურთხებს,
- არცა ნაწილში ვწერივარ...
გ. შეთეკაური