წრფოვანი ზედაპირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''წრფოვანი ზედაპირი''' – ზედაპირი, რომე...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''წრფოვანი ზედაპირი''' – [[ზედაპირი (გეომეტრია)|ზედაპირი]], რომელიც შეიძლება აღვწეროთ [[წრფე|წრფის]] ([[მსახველი (წრფივი)|მსახველის]]) [[მოძრაობა|მოძრაობით]] რომელიმე [[წირი|წირის]] ([[მიმმართველი|მიმმართველის]]) გასწვრივ. | '''წრფოვანი ზედაპირი''' – [[ზედაპირი (გეომეტრია)|ზედაპირი]], რომელიც შეიძლება აღვწეროთ [[წრფე|წრფის]] ([[მსახველი (წრფივი)|მსახველის]]) [[მოძრაობა|მოძრაობით]] რომელიმე [[წირი|წირის]] ([[მიმმართველი|მიმმართველის]]) გასწვრივ. | ||
| − | + | [[ფაილი:Wrfovani zedapiri.png|მარჯვნივ|200პქ]] | |
წრფოვანი ზედაპირი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ [[პარამეტრი (მათემატიკა)|პარამეტრზე]] დამოკიდებული წრფეების ერთობლიობა ([[სიმრავლე]]). წრფოვანი ზედაპირი ორი სახისაა: განფენადი და ირიბი. | წრფოვანი ზედაპირი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ [[პარამეტრი (მათემატიკა)|პარამეტრზე]] დამოკიდებული წრფეების ერთობლიობა ([[სიმრავლე]]). წრფოვანი ზედაპირი ორი სახისაა: განფენადი და ირიბი. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:40, 4 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
წრფოვანი ზედაპირი – ზედაპირი, რომელიც შეიძლება აღვწეროთ წრფის (მსახველის) მოძრაობით რომელიმე წირის (მიმმართველის) გასწვრივ.
წრფოვანი ზედაპირი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ პარამეტრზე დამოკიდებული წრფეების ერთობლიობა (სიმრავლე). წრფოვანი ზედაპირი ორი სახისაა: განფენადი და ირიბი.
განფენადი წრფოვანი ზედაპირი ღუნვის საშუალებით შეიძლება დავადოთ სიბრტყეს (ცილინდრი, კონუსი). განფენადი ზედაპირის მხები სიბრტყე ერთი და იგივე მსახველის სხვადასხვა წერტილში ერთი და იგივე იქნება.
ირიბი წრფოვანი ზედაპირის მხები სიბრტყეები ერთი და იგივე მსახველის სხვადასხვა წერტილში ერთმანეთისაგან განსხვავებულია.