რუსუდანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რუსუდანიანი''' (XVII ს. ) — ანონიმური ძეგლი, საგმირო-სათავგადასა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რუსუდანიანი''' (XVII ს. ) ანონიმური ძეგლი, საგმირო-სათავგადასავლო თხზულება, ქართული პროზის საყურადღებო და მნიშვნელოვანი ნიმუში, წარმოადგენს ერთი [[ჩარჩო|ჩარჩოთი]] შემოფარგლულ უზარმაზარ კრებულს. ჩარჩოს როლს ასრულებს იამანეთის დედოფლის რუსუდანისა და მისი ოჯახის (მეუღლის — მანუჩარის, შვილების – როდენისა და ფრიდონის) ტრაგიკული თავგადასავალი. ამ ჩარჩოში ჩასმულია თორმეტი სხვადასხვა [[ამბავი]], რომელთაც დედოფალს გასართობად და სანუგეშოდ მოუთხრობენ მისი ძმები. მთელი თხზულება გამოირჩევა მწყობრი [[კომპოზიცია (დრამატურგიული)|კომპოზიციით]]. ჩარჩო უბრალო [[ფონი (გადატანითი მნიშნელობა)|ფონს]] კი არ ქმნის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არამედ აქტიურად უკავშირდება [[სიუჟეტი|სიუჟეტის]] განვითარებას და საკუთრივ ჩართულ [[ამბავი|ამბებს]] (რუსუდანი უშუალოდ ერევა თხრობაში, ფრიდონის წერილი მოდის მეათე და მეთერთმეტე ამბავს შორის). თხზულება თორმეტ კარად არის დაყოფილი. აქედან ექვსი მოიცავს ვრცელ და ტიპიურ საგმირო-ფანტასტიკურ რომანს („ამბავი ხელმწიფისა ზოსტერ ზოსიმეს ძისა და ძისა მისისა ზავისა“, „ამბავი ხათაელთა ხელმწიფისა ტომერანისა და ძისა მისისა ჯიმშედისა“, „ამბავი ყვითლის ქალაქისა და ხელმწიფის ნუშრევანისა და ძისა მისისა ხოსროსი“, „ამბავი ურუმის ხელმწიფისა ყარამანისა და ძისა მისისა ყაისარისა“, „ამბავი გლახათა ხელმწიფისა ნოდარისა და ძისა მისისა გვარჯასპისა“, „ამბავი დუშმანქამანაქის ხელმწიფის გოსტამისა“) დანარჩენნი კი შედარებით მოკლე [[არაკი|არაკებია]] მოთმინების, სიუხვის, სამართლიანობის, მოხერხებისა და გონებამახვილობის შესახებ. ჩართული მასალა თემატურად ჭრელია, ზოგი [[ფოლკლორული ტექსტი|ფოლკლორული]] წარმოშობისაა, ზოგიერთისთვის აღმოსავლური [[წყარო|წყაროებია]] დაძებნილი, მაგრამ ყოველივე ქართული ლიტერატურული ნორმების მიხედვითაა გამართული, ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი. თვით [[ჩარჩო|ჩარჩოში]] ერთგვარად აირეკლა [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიის უმძიმესი მონაკვეთი — [[მონღოლთა დაპყრობები|მონღოლთა]] ბატონობის ხანა. მთელ თხზულებას ასხივოსნებს სამშობლოს სიყვარულის, „ჭირთა შიგან გამაგრების“ აუცილებლობის გრძნობა. თუმცა ისტორიულ-ლიტერატურულ რეალიათა მიხედვით „რუსუდანიანი“ XVII საუკუნით თარიღდება (ლექსიკა, სამოხელეო ტერმინები, „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების წყაროდ გამოყენება), მაინც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ საუკუნეში გადაწერილი ნუსხები საკმაოდ დეფექტურია და დიდი ხნის ხმარების ნიშნებს ატარებს. ძეგლის პოპულარობას მეტყველებს მთელ საქართველოში მისი გავრცელების ფაქტი (1732 წ. მამუკა ბარათაშვილმა გალექსა „რუსუდანიანის“ მეორე კარი „ჯიმშედიანის“ სახელწოდებით). ძეგლისადმი ინტერესს აძლიერებდა ავტორისეული უნარი ცოცხალი და ხატოვანი თხრობისა, დეტალური აღწერა [[ბატალია|ბატალური]] [[სცენა|სცენების]], [[რაინდი|რაინდული]] [[ყოფითი ჟანრი|ყოფის]], [[გმირი|გმირთა]] განცდებისა (რუსუდანის დედობრივი გრძნობანი, ზავის დატირება მახლობელთა მიერ და სხვა). მრავალფეროვანია „რუსუდანიანის“ მხატვრული სტილი, ხან სადა და სასაუბრო, ხან ზვიადი და მჭევრმეტყველი, ზოგჯერ [[სტერეოტიპი|სტერეოტიპული]] განმეორებებით გადატვირთული (ბუნების, [[ბრძოლა|ბრძოლის]], ლხინის, სამეფო კარის აღწერისას); მდიდარია ლექსიკა, ხშირია დიალექტური ფორმები.
+
'''რუსუდანიანი''' (XVII ს.)ანონიმური ძეგლი, საგმირო-სათავგადასავლო თხზულება, ქართული პროზის საყურადღებო და მნიშვნელოვანი ნიმუში, წარმოადგენს ერთი [[ჩარჩო|ჩარჩოთი]] შემოფარგლულ უზარმაზარ კრებულს. ჩარჩოს როლს ასრულებს იამანეთის დედოფლის რუსუდანისა და მისი ოჯახის (მეუღლის — მანუჩარის, შვილების – როდენისა და ფრიდონის) ტრაგიკული თავგადასავალი. ამ ჩარჩოში ჩასმულია თორმეტი სხვადასხვა [[ამბავი]], რომელთაც დედოფალს გასართობად და სანუგეშოდ მოუთხრობენ მისი ძმები. მთელი თხზულება გამოირჩევა მწყობრი კომპოზიციით. ჩარჩო უბრალო [[ფონი (გადატანითი მნიშნელობა)|ფონს]] კი არ ქმნის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არამედ აქტიურად უკავშირდება [[სიუჟეტი|სიუჟეტის]] განვითარებას და საკუთრივ ჩართულ ამბებს (რუსუდანი უშუალოდ ერევა თხრობაში, ფრიდონის წერილი მოდის მეათე და მეთერთმეტე ამბავს შორის).  
  
„რუსუდანიანის“ კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, რომელსაც დართული აქვს წინასიტყვა, ვარიანტები და ლექსიკონი, 1957 წ. გამოსცეს [[აბულაძე ილია|ი. აბულაძემ]] და ი. გიგინეიშვილმა. 1971 წ. გამოქვეყნდა თხზულების სრული რუსული თარგმანი ([[თარგმანი|თარგმნა]] ა. ბესტავაშვილმა) [[ლეონიძე გიორგი|გ. ლეონიძისა]] და ა. [[გვახარია ალექსანდრე|გვახარიას]] რედაქციით.
+
თხზულება თორმეტ კარად არის დაყოფილი. აქედან ექვსი მოიცავს ვრცელ და ტიპიურ საგმირო-ფანტასტიკურ რომანს („ამბავი ხელმწიფისა ზოსტერ ზოსიმეს ძისა და ძისა მისისა ზავისა“, „ამბავი ხათაელთა ხელმწიფისა ტომერანისა და ძისა მისისა ჯიმშედისა“, „ამბავი ყვითლის ქალაქისა და ხელმწიფის ნუშრევანისა და ძისა მისისა ხოსროსი“, „ამბავი ურუმის ხელმწიფისა ყარამანისა და ძისა მისისა ყაისარისა“, „ამბავი გლახათა ხელმწიფისა ნოდარისა და ძისა მისისა გვარჯასპისა“, „ამბავი დუშმანქამანაქის ხელმწიფის გოსტამისა“) დანარჩენნი კი შედარებით მოკლე [[არაკი|არაკებია]] მოთმინების, სიუხვის, სამართლიანობის, მოხერხებისა და გონებამახვილობის შესახებ. ჩართული მასალა თემატურად ჭრელია, ზოგი [[ფოლკლორი|ფოლკლორული]] წარმოშობისაა, ზოგიერთისთვის აღმოსავლური წყაროებია დაძებნილი, მაგრამ ყოველივე ქართული ლიტერატურული ნორმების მიხედვითაა გამართული, ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი. თვით ჩარჩოში ერთგვარად აირეკლა [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიის უმძიმესი მონაკვეთი — მონღოლთა ბატონობის ხანა. მთელ თხზულებას ასხივოსნებს სამშობლოს სიყვარულის, „ჭირთა შიგან გამაგრების“ აუცილებლობის გრძნობა. თუმცა ისტორიულ-ლიტერატურულ რეალიათა მიხედვით „რუსუდანიანი“ XVII საუკუნით თარიღდება (ლექსიკა, სამოხელეო ტერმინები, „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების წყაროდ გამოყენება), მაინც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ საუკუნეში გადაწერილი ნუსხები საკმაოდ დეფექტურია და დიდი ხნის ხმარების ნიშნებს ატარებს. ძეგლის პოპულარობას მეტყველებს მთელ საქართველოში მისი გავრცელების ფაქტი (1732 წ. [[მამუკა ბარათაშვილი|მამუკა ბარათაშვილმა]] გალექსა „რუსუდანიანის“ მეორე კარი „ჯიმშედიანის“ სახელწოდებით). ძეგლისადმი ინტერესს აძლიერებდა ავტორისეული უნარი ცოცხალი და ხატოვანი თხრობისა, დეტალური აღწერა [[ბატალია|ბატალური]] სცენების, რაინდული ყოფის, [[გმირი|გმირთა]] განცდებისა (რუსუდანის დედობრივი გრძნობანი, ზავის დატირება მახლობელთა მიერ და სხვა). მრავალფეროვანია „რუსუდანიანის“ მხატვრული სტილი, ხან სადა და სასაუბრო, ხან ზვიადი და მჭევრმეტყველი, ზოგჯერ სტერეოტიპული განმეორებებით გადატვირთული (ბუნების, [[ბრძოლა|ბრძოლის]], ლხინის, სამეფო კარის აღწერისას); მდიდარია ლექსიკა, ხშირია დიალექტური ფორმები.
 +
 
 +
„რუსუდანიანის“ კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, რომელსაც დართული აქვს წინასიტყვა, ვარიანტები და ლექსიკონი, 1957 წ. გამოსცეს [[აბულაძე ილია|ი. აბულაძემ]] და ი. გიგინეიშვილმა. 1971 წ. გამოქვეყნდა თხზულების სრული რუსული თარგმანი (თარგმნა ა. ბესტავაშვილმა) [[ლეონიძე გიორგი|გ. ლეონიძისა]] და ა. [[გვახარია ალექსანდრე|გვახარიას]] რედაქციით.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ხაზი 7: ხაზი 9:
  
 
[[კატეგორია: ქართული მწერლობა]]
 
[[კატეგორია: ქართული მწერლობა]]
[[კატეგორია: პროზა]]
+
[[კატეგორია: ქართული პროზა]]

22:50, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

რუსუდანიანი — (XVII ს.), ანონიმური ძეგლი, საგმირო-სათავგადასავლო თხზულება, ქართული პროზის საყურადღებო და მნიშვნელოვანი ნიმუში, წარმოადგენს ერთი ჩარჩოთი შემოფარგლულ უზარმაზარ კრებულს. ჩარჩოს როლს ასრულებს იამანეთის დედოფლის რუსუდანისა და მისი ოჯახის (მეუღლის — მანუჩარის, შვილების – როდენისა და ფრიდონის) ტრაგიკული თავგადასავალი. ამ ჩარჩოში ჩასმულია თორმეტი სხვადასხვა ამბავი, რომელთაც დედოფალს გასართობად და სანუგეშოდ მოუთხრობენ მისი ძმები. მთელი თხზულება გამოირჩევა მწყობრი კომპოზიციით. ჩარჩო უბრალო ფონს კი არ ქმნის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არამედ აქტიურად უკავშირდება სიუჟეტის განვითარებას და საკუთრივ ჩართულ ამბებს (რუსუდანი უშუალოდ ერევა თხრობაში, ფრიდონის წერილი მოდის მეათე და მეთერთმეტე ამბავს შორის).

თხზულება თორმეტ კარად არის დაყოფილი. აქედან ექვსი მოიცავს ვრცელ და ტიპიურ საგმირო-ფანტასტიკურ რომანს („ამბავი ხელმწიფისა ზოსტერ ზოსიმეს ძისა და ძისა მისისა ზავისა“, „ამბავი ხათაელთა ხელმწიფისა ტომერანისა და ძისა მისისა ჯიმშედისა“, „ამბავი ყვითლის ქალაქისა და ხელმწიფის ნუშრევანისა და ძისა მისისა ხოსროსი“, „ამბავი ურუმის ხელმწიფისა ყარამანისა და ძისა მისისა ყაისარისა“, „ამბავი გლახათა ხელმწიფისა ნოდარისა და ძისა მისისა გვარჯასპისა“, „ამბავი დუშმანქამანაქის ხელმწიფის გოსტამისა“) დანარჩენნი კი შედარებით მოკლე არაკებია მოთმინების, სიუხვის, სამართლიანობის, მოხერხებისა და გონებამახვილობის შესახებ. ჩართული მასალა თემატურად ჭრელია, ზოგი ფოლკლორული წარმოშობისაა, ზოგიერთისთვის აღმოსავლური წყაროებია დაძებნილი, მაგრამ ყოველივე ქართული ლიტერატურული ნორმების მიხედვითაა გამართული, ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი. თვით ჩარჩოში ერთგვარად აირეკლა საქართველოს ისტორიის უმძიმესი მონაკვეთი — მონღოლთა ბატონობის ხანა. მთელ თხზულებას ასხივოსნებს სამშობლოს სიყვარულის, „ჭირთა შიგან გამაგრების“ აუცილებლობის გრძნობა. თუმცა ისტორიულ-ლიტერატურულ რეალიათა მიხედვით „რუსუდანიანი“ XVII საუკუნით თარიღდება (ლექსიკა, სამოხელეო ტერმინები, „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების წყაროდ გამოყენება), მაინც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ საუკუნეში გადაწერილი ნუსხები საკმაოდ დეფექტურია და დიდი ხნის ხმარების ნიშნებს ატარებს. ძეგლის პოპულარობას მეტყველებს მთელ საქართველოში მისი გავრცელების ფაქტი (1732 წ. მამუკა ბარათაშვილმა გალექსა „რუსუდანიანის“ მეორე კარი „ჯიმშედიანის“ სახელწოდებით). ძეგლისადმი ინტერესს აძლიერებდა ავტორისეული უნარი ცოცხალი და ხატოვანი თხრობისა, დეტალური აღწერა ბატალური სცენების, რაინდული ყოფის, გმირთა განცდებისა (რუსუდანის დედობრივი გრძნობანი, ზავის დატირება მახლობელთა მიერ და სხვა). მრავალფეროვანია „რუსუდანიანის“ მხატვრული სტილი, ხან სადა და სასაუბრო, ხან ზვიადი და მჭევრმეტყველი, ზოგჯერ სტერეოტიპული განმეორებებით გადატვირთული (ბუნების, ბრძოლის, ლხინის, სამეფო კარის აღწერისას); მდიდარია ლექსიკა, ხშირია დიალექტური ფორმები.

„რუსუდანიანის“ კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, რომელსაც დართული აქვს წინასიტყვა, ვარიანტები და ლექსიკონი, 1957 წ. გამოსცეს ი. აბულაძემ და ი. გიგინეიშვილმა. 1971 წ. გამოქვეყნდა თხზულების სრული რუსული თარგმანი (თარგმნა ა. ბესტავაშვილმა) გ. ლეონიძისა და ა. გვახარიას რედაქციით.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები