ხრახნული ზედაპირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხრახნული ზედაპირი''' – ზედაპირი აღწერილი იმ L წირის მიერ, რომ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Xraxnuli zedapiri.png|მარჯვნივ|120პქ]] | ||
| + | |||
'''ხრახნული ზედაპირი''' – ზედაპირი აღწერილი იმ L წირის მიერ, რომელიც მუდმივი ω კუთხური სიჩქარით ბრუნავს 00<sub>1</sub> ღერძის ირგვლივ და იმავდროულად მუდმივი v სიჩქარით გადატანითად გადაადგილდება ამავე ღერძის გასწვრივ. | '''ხრახნული ზედაპირი''' – ზედაპირი აღწერილი იმ L წირის მიერ, რომელიც მუდმივი ω კუთხური სიჩქარით ბრუნავს 00<sub>1</sub> ღერძის ირგვლივ და იმავდროულად მუდმივი v სიჩქარით გადატანითად გადაადგილდება ამავე ღერძის გასწვრივ. | ||
| − | + | ||
წრფის მიერ აღწერილ ხრახნულ ზედაპირს უწოდებენ ჰელიკოიდს (ბერძნ. helikos – სპირალი და eidos – სახე, სახეობა). თუ ეს წრფე 00<sub>1</sub> ღერძს მართი კუთხით კვეთს, მაშინ ჰელიკოიდს მართს უწოდებენ (იხ. ნახ.). მართი ჰულიკოიდი მინიმალური ზედაპირია, ე. ი. ისეთი ზედაპირია, რომლის საშუალო სიმრუდე ყველა წერტილში ნულის ტოლია. | წრფის მიერ აღწერილ ხრახნულ ზედაპირს უწოდებენ ჰელიკოიდს (ბერძნ. helikos – სპირალი და eidos – სახე, სახეობა). თუ ეს წრფე 00<sub>1</sub> ღერძს მართი კუთხით კვეთს, მაშინ ჰელიკოიდს მართს უწოდებენ (იხ. ნახ.). მართი ჰულიკოიდი მინიმალური ზედაპირია, ე. ი. ისეთი ზედაპირია, რომლის საშუალო სიმრუდე ყველა წერტილში ნულის ტოლია. | ||
00:09, 5 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ხრახნული ზედაპირი – ზედაპირი აღწერილი იმ L წირის მიერ, რომელიც მუდმივი ω კუთხური სიჩქარით ბრუნავს 001 ღერძის ირგვლივ და იმავდროულად მუდმივი v სიჩქარით გადატანითად გადაადგილდება ამავე ღერძის გასწვრივ.
წრფის მიერ აღწერილ ხრახნულ ზედაპირს უწოდებენ ჰელიკოიდს (ბერძნ. helikos – სპირალი და eidos – სახე, სახეობა). თუ ეს წრფე 001 ღერძს მართი კუთხით კვეთს, მაშინ ჰელიკოიდს მართს უწოდებენ (იხ. ნახ.). მართი ჰულიკოიდი მინიმალური ზედაპირია, ე. ი. ისეთი ზედაპირია, რომლის საშუალო სიმრუდე ყველა წერტილში ნულის ტოლია.
მართი ჰელიკოიდის პარამეტრული ფორმის განტოლებას ასეთი სახე აქვს:
- x = p cost, y = p sint, z = kt.
ნებისმიერ ხრახნულ ზედაპირს შეუძლია გადაადგილდეს თავის თავზედ; ამ თვისებას იყენებენ ტექნიკაში, მაგალითად, ჭიახრახნული გადაცემის მოწყობილობისათვის.