ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (პოეტი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ჩოლოყაშვილი ქ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო''' −  (მე-16-17 სს) იყო კულტურული ტრადიციებით ცნობილ ომანიშვილ-ჩოლოყაშვილთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი; [[მოურავი]] [[თეიმურაზ I]]-ის კარზე. [[შაჰ-აბას I|შაჰ-აბასი]]ს ინტრიგების გამო მოღალატედ შერაცხეს; მოაკვლევინა თეიმურაზმა. ქაიხოსრო [[რუსთაველი შოთა|რუსთველის]] ეპიგონი პოეტია. ლექსითა და პროზით გაწყობილ მის სამიჯნურო-სადევგმირო თხზულებაში „ომაინიანი” მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის შვილიშვილის ომაინ-ჭაბუკის თავგადასავალი. „ომაინიანი” საინტერესო მასალას შეიცავს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრების წესზე. მხატვრული არასრულყოფილების მიუხედავად, თხზულების პოპულარობა უეჭველია, რასაც ამტკიცებს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა სიმრავლე.
+
'''ჩოლოყაშვილი (ომანიშვილ-ჩოლოყაშვილი) ქაიხოსრო''' (?-1613) — პოეტი, „[[რუსთაველი შოთა|ვეფხისტყაოსნის]]“ გაგრძელების — „ომანიანის“ ავტორი. მისი ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობა შემოუნახავს [[არჩილ II|არჩილს]]: „ქაიხოსრომან შიგ-ჩართვით ლექსად თქვა ომანიანი“. „ომანიანის“ [[პროლოგი|პროლოგიდან]] ჩანს, რომ ქაიხოსრო ყოფილა შაჰ-აბასის თანამედროვე. [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]] შაჰ-აბასის თანამედროვე ოთხ ქაიხოსროს ასახელებს და „ომანიანის“ ავტორად მიიჩნევს [[ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (პოეტი)|ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს]], [[ჩოლოყაშვილი ნიკიფორე|ნიკიფორე ჩოლოყაშვილის]] ძმას. არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომლის თანახმადაც „ომანიანის“ ავტორია ქაიხოსრო მუხრანბატონი (ზ. ჭიჭინაძე, [[თაყაიშვილი ექვთიმე|ე. თაყაიშვილი]], გ. ჯაკობია).
  
 +
==წყარო==
 +
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
  
  
 
 
==წყარო==
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ჩოლოყაშვილები]]
 
[[კატეგორია:ჩოლოყაშვილები]]

12:48, 6 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ჩოლოყაშვილი (ომანიშვილ-ჩოლოყაშვილი) ქაიხოსრო (?-1613) — პოეტი, „ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელების — „ომანიანის“ ავტორი. მისი ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობა შემოუნახავს არჩილს: „ქაიხოსრომან შიგ-ჩართვით ლექსად თქვა ომანიანი“. „ომანიანის“ პროლოგიდან ჩანს, რომ ქაიხოსრო ყოფილა შაჰ-აბასის თანამედროვე. კ. კეკელიძე შაჰ-აბასის თანამედროვე ოთხ ქაიხოსროს ასახელებს და „ომანიანის“ ავტორად მიიჩნევს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ძმას. არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომლის თანახმადაც „ომანიანის“ ავტორია ქაიხოსრო მუხრანბატონი (ზ. ჭიჭინაძე, ე. თაყაიშვილი, გ. ჯაკობია).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები