აკაკის კრებული (ჟურნალი)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აკაკის კრებული (ჟურნალი)“ გადაიტანა გვერდზე „[[აკაკის თვიური კრე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აკაკის თვიური კრებული“ გადაიტანა გვერდზე „[[აკაკის კრებული (ჟურნ...) |
14:22, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
„აკაკის კრებული“ – ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალი, რედაქტორ-გამომცემელი აკაკი წერეთელი, 1897-1900 წლები ტფილისი-ქუთაისი. პირველი ნომერი 1897 წლის სექტემბერში გამოვიდა უკანასკნელი – 1900 წლის აპრილში. რედაქტორ-გამომცემელი — აკაკი წერეთელი. თანამშრომლობდნენ: ა. წერეთელი, შ. არაგვისპირელი, ხომლელი (რ. ფანცხავა), ზ. ჭიჭინაძე, თ. ხუსკივაძე, დ. თომაშვილი… ჟურნალმა მკითხველებს გააცნო აკაკის ბევრი ახალი ნაწარმოები და ხელმეორედ მიაწოდა ადრე გამოქვეყნებული თხზულებები, სისტემატური ხასიათი მისცა ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეკრებასა და პუბლიკაციას. ძლიერი იყო კრიტიკული განყოფილებაც.
პირველსავე კრებულში გამოქვეყნდა წერილი „ზეპირსიტყვიერების გამო“, სადაც აკაკი აღნიშნავს რომ არც ერთი საქმე ისე საშური არ არის როგორც „ზეპირგადმოცემების შეკრება-შეგროვება. ამავე წერილში აკაკი იმედოვნებს: „შემდეგში კი, თუ საქმე კარგად წავიდა... ყოველ მაზრაში გვეყოლება თითო კაცი. ახლა კი ჯერჯერობით ყველას ვთხოვთ, რომ ვინც რითაც შეიძლოს, ამ დიდ საქმეში დახმარებას და შემწეობას ნუ მოგვაკლებს“.
ფოლკლორულ ნიმუშებს გარდა „კრებულში“ იბეჭდებოდა წერილები ხალხური სიტყვიერების შესახებ. „კრებულისათვის” ხალხური მასალების მიწოდებაში მონაწილეობდნენ კ. გვარამაძე, ნ. ჯანაშია, ზ. ჭიჭინაძე, ს. მერკვილაძე, ს. ქვარიანი, გრ. აფშინაშვილი, ნ. მაღალდაძე, ალ. მაჩაბელი, გ. შატბერაშვილი, ვ. ლალიაშვილი, ვიქ. ებანოიძე, ბ. როსტომაშვილი, ნ. სტურუა, ზ. ჩხიკვაძე, ნ. ქავთარაძე, ნ. მაჭავარიანი, ს. გაჩეჩილაძე, ივ. ჭიჭინაძე.
გ. ბარნოვი