ბარათაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარათაშვილი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ბარათაშვილი“) |
14:30, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ბარათაშვილი გიორგი — (XIX ს. 50-60-იანი წლები) მთარგმნელი, ლიტერატორი. ქართულ პრესაში გამოჩნდა 1853 წელს, როცა „ცისკარში“ დაბეჭდა რუსულიდან თარგმნილი მოთხრობა „მღვიმე სასაფლაოს იქით“. მონაწილეობა მიიღო ი. ჭავჭავაძის ცნობილი წერილით („ორიოდე სიტყვა…“) გამოწვეულ კამათში, 1861 წ. ილიას საპასუსოდ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც იცავდა რევაზ ერისთავის პოზიციას და ილიას ბრალს სდებდა სხვისი აზრების განმეორებაში, კრიტიკულად განიხილავდა მის ლექსებს.