ივერია (ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი)
(ახალი გვერდი: ივერია '''ივერია''' - ვოკალურ-საკრავიერი [[...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი") | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი") | ||
| − | [[კატეგორია:ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები | + | [[კატეგორია:ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები]] |
14:10, 23 მაისი 2017-ის ვერსია
ივერია - ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი, საერთაშორისო ფესტივალის „შლაგერ ფესტივალ – 71“-ის ლაურეატი (ხელმძღვანელი საქართველოს სახალხო არტისტი ა. ბასილაია). თავდაპირველად (1968) შეიქმნა როგორც ვოკალურ-საკრავიერი კვარტეტი, შემდეგ გადაკეთდა ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლად. „ივერია“-მ შექმნა 26 საკონცერტო პროგრამა და 5 მიუზიკლი:
- „რწყილი და ჭიანჭველა“ (1977, ლიბრეტო ა. გელოვანისა და ჯ. ბაღაშვილისა, რეჟისორი ა. გელოვანი);
- „ჩხიკვთა ქორწილი“ – (1980)“;
- „არგონავტები“ (1983 ლიბრეტო ჯ. ბაღაშვილის, რეჟისორი დ. კიტია);
- „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986);
- „ფიროსმანი“ (1996 ორივე ლიბრეტოს ავტორი და რეჟისორი ჯ. ბაღაშვილი.
ანსამბლმა გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს 60-მდე ქვეყანა, ჩაატარა 3000-ზე მეტი კონცერტი. ანსამბლი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული დონით, მსუბუქი იუმორით. სხვადასხვა დროს ანსამბლში მონაწილეობდნენ ცნობილი შემსრულებლები: თ. წიკლაური, ნ. კვაშალი, ზ. ცისკარიძე, თ. ყვითელაშვილი, ს. პავლიაშვილი და სხვა.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")