გეგეშიძე დავით (ფილოსოფოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გეგეშიძე დავით''' – 1935-9003 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, (1982...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გეგეშიძე დავით (ფილოსოფოსი)“ გადაიტანა გვერდზე „[[დავით გეგეშიძე...) |
01:19, 10 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
გეგეშიძე დავით – 1935-9003 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, (1982), პროფესორი (1985), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაიბადა ბაღდათის რაიონში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1982 წელს მიენიჭა უმალლესი სკოლის დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1957 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორად. სიცოცხლის ბოლო წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე.
მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: რელიგიის ფილოსოფია, პოლიტოლოგია, ბიოეთიკა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი მეთოდები.
თხზულებები
- „სექტანტური იდეოლოგიის რეაქციული არსი (ბაპტიზმი და ორმოცდაათიანელები)“ (თბილისი, 1966);
- „რელიგიური რწმენა და მეცნიერული ცოდნა" (თბილისი. 1969, თანაავტორი);
- „ათეიზმი, რელიგია, თანამედროვეობა" (თბილისი, 1982);
- „საქართველოს ისტორიაში ქრისტიანობის ადგილისა და როლის საღვთისმეტყველო კონცეფციის კრიტიკა“ (თბილისი. 1986);
- „ტეიარ დე შარდენის იდეოლოგია“ (თბილისი, 1995);
- „Православная церковь в Грузии“, (Москва, 1972).