ერისთავი რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძე]]. თხზულებანი, III. 1953.[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b1416516~S2*geo]] | [[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძე]]. თხზულებანი, III. 1953.[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b1416516~S2*geo]] | ||
| − | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | + | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. |
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია:ერისთავი]] | [[კატეგორია:ერისთავი]] | ||
13:00, 10 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ერისთავი რევაზ (1827–1899) - პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, წინამძღოლობდა გორის მაზრის თავადაზნაურობას. XIX ს. 50-60 იან წლებში თანამშრომლობდა „ცისკარში“. იყო ძველი თაობის - „მამათა“ ბანაკის წარმომადგენელი. პოპულარობით სარგებლობდა მისი ლექსები „ბიძაჩემ ყაფლანს“ და „ყაფლან ორბელიანს“. თარგმნა ჟუკოვსკის, ლერმონტოვის, რანჩევსკის, კოზლოვის თხზულებები. ი. კოზლოვის პოემის „შეშლილის“ მისეული თარგმანი მკაცრად გააკრიტიკა ი. ჭავჭავაძემ („ორიოდე სიტყვა…“), რითაც დაიწყო „მამათა“ და „შვილთა“ პაექრობა. 1861 წ. „ცისკარში“ დაბეჭდილ რევაზ ერისთავის წერილს „პასუხი თავადი ი. ჭავჭავაძის კრიტიკისა“ მოჰყვა ილიას სტატია „პასუხის პასუხი“.
თხზულებები
- ქართული ლიტერატურული კრიტიკის ისტორიისათვის, ქრესტომათია, I, 1954.[[1]]
ლიტერატურა
ი. ჭავჭავაძე. თხზულებანი, III. 1953.[[2]]