ბათომის ფურცელი (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
პერიოდული გამოცემა თემატიკის მრავალგვარობით გამოირჩევა. პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს თუ კულტურის საკითხები რუბრიკებად შუქდება. მაგალითად, მუდმივი რუბრიკების სახითაა შემოთავაზებული: „უკანასკნელი ცნობები“, „ქრონიკა“, „ქალაქის საქმეები“, „პრესა“, „უცხოეთში“, „საბჭოთა რუსეთში“, „შორეულ აღმოსავლეთში“, „თეატრი და ხელოვნება“, „წერილი რედ. მიმართ“, „სახალხო გვარდიაში“, „მუშათა ცხოვრება“, „კოოპერატიული ცხოვრება“ და სხვ.  
 
„ბათომის ფურცელი“ დიდ ადგილს უთმობს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მიმოხილვას, ახალგაზრდა რესპუბლიკის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს; აშუქებს
+
„ბათომის ფურცელი“ დიდ ადგილს უთმობს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მიმოხილვას, ახალგაზრდა რესპუბლიკის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს; აშუქებს ბათუმისა და მისი ოლქის წინაშე არსებულ პრობლემებს, უცხოურ ამბებს.  
ბათუმისა და მისი ოლქის წინაშე არსებულ პრობლემებს, უცხოურ ამბებს.  
+
  
გაზეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრობლემურ და პროპაგანდისტულ სტატიებზე. გაზეთი დიდ ადგილს უთმობს ქალაქის თეატრალური და კულტურული ცხოვრების ამსახველ მასალას; ყურადღებას ამახვილებს ასევე განათლების თემაზე. გამოცემა აჭარის მკვიდრი მოსახლეობის გამოფხიზლებისა და ავანტიურისტ-აგიტატორთა გადაბირებისგან ხსნის ერთადერთ გზას სწორედ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ხედავს, რისკენაც აქტიურად მოუწოდებს ხელისუფლებას და სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვს. „ბათომის ფურცელი“ აქვეყნებს მხატვრულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებსაც. მართალია, მხატვრული ტექსტები მაღალი ლიტერატურული ღირებულებით არ გამოირჩევა (მაგ.: ვ. ზღვისპირელის ლექსი „სევდა უცხოეთზე“, ნიგოითელის ნოველა „ამონაკვესები“, დ. კოპალის მოთხრობა „ქალი ნიღაბში“ და სხვ. ერთადერთი ღირებული ნიმუშია [[გრიშაშვილი იოსებ|ი. გრიშაშვილი]]ს ლექსი „სველი საღამო“, რომელიც გაზეთის 64-ე ნომერში ბათუმში პოეტის სტუმრობის აღსანიშნავად დაიბეჭდა), მაგრამ არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აქ დასტამბულ ისტორიულ-სამოგზაურო თხზულებათა მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ცალკე გამოვყოფთ კ. მაჭავარიანის „ლაზისტანს“ (№51, 52, 57), ი. დიდიძის პუბლიკაციებს: „ევროპა და ჩვენ“, „ერთა ლიგა და საქართველო“, „სომხეთის უბედურება და ჩვენ“. აღსანიშნავია გაზეთის პოლემიკა „სამუსლიმანო საქართველოსთან“, რომელიც დამფუძნებელი კრების მიერ ბათუმის ოლქში საგანგებო კომისრად დანიშნული ბენია ჩხიკვიშვილის საქმიანობის გამო გაჩაღდა (ამ საკითხს ეძღვნება „ბათომის ფურცლის“ 2 ნოემბრის სარედაქციო წერილი). საერთოდაც, გაზეთი ხშირად მსჯელობს ოლქის მართვა-გამგეობის საკითხებზე, კვალიფიციური მოხელეების მომზადებაზე, კეთილსინდისიერი ჩინოვნიკების მივლინებაზე ადგილობრივ მმართველობებში და სხვა საჭირბოროტო თემებზე.
 
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::მანანა შამილიშვილი
+
 
 +
''მანანა შამილიშვილი''
  
ხაზი 16: ხაზი 16:
 
* გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, გაზეთი „ბათომის ფურცელი“, 1920. თბ., 1947;  
 
* გაზ. „ბათომის ფურცელი“, 1920, №1-88.
 
* გაზ. „ბათომის ფურცელი“, 1920, №1-88.
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/000844/ საქართველოს გაზეთები]
  
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
==იხილე აგრეთვე==
+
 
[http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/000844/ საქართველოს გაზეთები]
+
 
[[კატეგორია: ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია: ქართული გაზეთები]]
 
[[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]]
 
[[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები‏‎]]
 
მიმდინარე ცვლილება 20:24, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ბათომის ფურცელი - (1.IX.1920 - 23.XII.1920, ბათუმი) - ყოველდღიური დემოკრატიული ორგანო, გაზეთი „ბათომის ფურცელი“ გამოდიოდა 1920, ქ. ბათუმში. გაზეთს ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია. იბეჭდებოდა მ. შმაევსკის ელექტრომბეჭდავ სტამბაში. მისი დახურვის შემდეგ გამოიცემოდა გაზეთი „ბათომის ცხოვრება“ (1921). იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. სულ დაისტამბა გაზეთის 88 ნომერი.

„ბათომის ფურცელი“ სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ორგანოა. მისი თანამშრომლები არიან: ბ. გოგუა, ი. დიდიძე, კ. ქავთარაძე, კ. მაჭავარიანი, ვ. სეფისპირელი, გ. ვოზნესენსკი, „ე. წ. ძე“ (?) და სხვები. გაზეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემაა და ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ყოველ ნომერში ვხვდებით ე. წ. გამხსნელ სტატიას, რომელიც გაზეთის გამოსვლის თარიღითაა დასათაურებული (მაგ.: „ბათომი, 2 ოქტომბერი“, „ბათომი, 24 ნოემბერი“ და ა.შ.).

პერიოდული გამოცემა თემატიკის მრავალგვარობით გამოირჩევა. პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს თუ კულტურის საკითხები რუბრიკებად შუქდება. მაგალითად, მუდმივი რუბრიკების სახითაა შემოთავაზებული: „უკანასკნელი ცნობები“, „ქრონიკა“, „ქალაქის საქმეები“, „პრესა“, „უცხოეთში“, „საბჭოთა რუსეთში“, „შორეულ აღმოსავლეთში“, „თეატრი და ხელოვნება“, „წერილი რედ. მიმართ“, „სახალხო გვარდიაში“, „მუშათა ცხოვრება“, „კოოპერატიული ცხოვრება“ და სხვ.

„ბათომის ფურცელი“ დიდ ადგილს უთმობს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მიმოხილვას, ახალგაზრდა რესპუბლიკის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს; აშუქებს ბათუმისა და მისი ოლქის წინაშე არსებულ პრობლემებს, უცხოურ ამბებს.

გაზეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრობლემურ და პროპაგანდისტულ სტატიებზე. გაზეთი დიდ ადგილს უთმობს ქალაქის თეატრალური და კულტურული ცხოვრების ამსახველ მასალას; ყურადღებას ამახვილებს ასევე განათლების თემაზე. გამოცემა აჭარის მკვიდრი მოსახლეობის გამოფხიზლებისა და ავანტიურისტ-აგიტატორთა გადაბირებისგან ხსნის ერთადერთ გზას სწორედ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ხედავს, რისკენაც აქტიურად მოუწოდებს ხელისუფლებას და სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვს. „ბათომის ფურცელი“ აქვეყნებს მხატვრულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებსაც. მართალია, მხატვრული ტექსტები მაღალი ლიტერატურული ღირებულებით არ გამოირჩევა (მაგ.: ვ. ზღვისპირელის ლექსი „სევდა უცხოეთზე“, ნიგოითელის ნოველა „ამონაკვესები“, დ. კოპალის მოთხრობა „ქალი ნიღაბში“ და სხვ. ერთადერთი ღირებული ნიმუშია ი. გრიშაშვილის ლექსი „სველი საღამო“, რომელიც გაზეთის 64-ე ნომერში ბათუმში პოეტის სტუმრობის აღსანიშნავად დაიბეჭდა), მაგრამ არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აქ დასტამბულ ისტორიულ-სამოგზაურო თხზულებათა მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ცალკე გამოვყოფთ კ. მაჭავარიანის „ლაზისტანს“ (№51, 52, 57), ი. დიდიძის პუბლიკაციებს: „ევროპა და ჩვენ“, „ერთა ლიგა და საქართველო“, „სომხეთის უბედურება და ჩვენ“. აღსანიშნავია გაზეთის პოლემიკა „სამუსლიმანო საქართველოსთან“, რომელიც დამფუძნებელი კრების მიერ ბათუმის ოლქში საგანგებო კომისრად დანიშნული ბენია ჩხიკვიშვილის საქმიანობის გამო გაჩაღდა (ამ საკითხს ეძღვნება „ბათომის ფურცლის“ 2 ნოემბრის სარედაქციო წერილი). საერთოდაც, გაზეთი ხშირად მსჯელობს ოლქის მართვა-გამგეობის საკითხებზე, კვალიფიციური მოხელეების მომზადებაზე, კეთილსინდისიერი ჩინოვნიკების მივლინებაზე ადგილობრივ მმართველობებში და სხვა საჭირბოროტო თემებზე.

მანანა შამილიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, გაზეთი „ბათომის ფურცელი“, 1920. თბ., 1947;
  • გაზ. „ბათომის ფურცელი“, 1920, №1-88.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები