იოსელიანი ეგნატე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „იოსელიანი ეგნატე“ გადაიტანა გვერდზე „ეგნატე იოსელიანი“)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ეგნატე იოსელიანი“ გადაიტანა გვერდზე „იოსელიანი ეგნატე“ გადამი...)

20:52, 10 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

იოსელიანი ეგნატე (1843–1926) — ლიტერატორი, ჟურნალისტი, ქართველ ხალხოსანთა ლიდერი. თბილისის ბიბლიოთეკის დაარსების მესვეური. 1874 წ. დაამთავრა პეტერბურგის სამიწათმოქმედო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი. ფლობდა რამდენსამე უცხო ენას, განსწავლული იყო ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში.

პეტერბურგში ხელმძღვანელობდა კავკასიელ სტუდენტთა წრეს. თბილისშიც დააარსა საიდუმლო ორგანიზაცია. კავშირი ჰქონდა ამიერკავკასიის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ რევოლუციონერ ახალგაზრდებთან და რუს ხალხოსნებთან. ავრცელებდა არალეგარულ ლიტერატურას. რევოლუციური მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს (1876) და გადაასახლეს ორენბურგში (1878). სტატიებს (სოციალურ და სამეცნიერო თემებზე) აქვეყნებდა „მეურნეში“, „ივერიაში“, საყურადღებოა მისი წერილი „ქართული ლიტერატურა“ (1883), რომელშიც მიმოხილულია გ. ორბელიანის ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები