შარვაშიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Sharvashidze davit.JPG|thumb|გიორგი შარვაშიძე]]
 
[[ფაილი:Sharvashidze davit.JPG|thumb|გიორგი შარვაშიძე]]
'''შარვაშიძე გიორგი''' (1846 − 1918),  პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე. დაიბადა სოხუმში. ჯერ კიდევ ყრმას, მიენიჭა პრეობრაჟენსკის [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკი]]ს ლეიბ-გვარდიის პრაპორშჩიკის წოდება. 1863 წლის 10 ივნისს გახდა [[კავკასია|კავკასიის]] ჯარების [[სარდალი|სარდლის]], დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის [[ადიუტანტი]] და მე-19 საუკუნის ბოლომდე [[სამხედრო სამსახური|სამხედრო სამსახურს]] ეწეოდა [[რუსეთი|რუსეთში]], საიდანაც [[პოლკოვნიკი]]ს ჩინით დაბრუნდა ჯერ ქუთაისში, 1905 წლიდან კი ცხოვრობდა სოხუმში.  
+
'''შარვაშიძე გიორგი''' (ფსევდონიმები: „პონტოქსელი“, „გარდახვეწილი“) (1846–1918) — პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, მთარგმნელი. იყო [[აფხაზეთის სამთავრო|აფხაზეთის მთავრის მემკვიდრე]], ეროვნული და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, ეროვნულ საკითხში [[ილია ჭავჭავაძე|ილიასა]] და [[აკაკი წერეთელი|აკაკის]] კონცეფციის გამზიარებელი, ძველი ქართული მწერლობის კარგი მცოდნე, [[ქართული ენა|ქართული ენის]] სიწმინდის დაცვის მზრუნველი (ამ მხრივ საგულისხმოა მისი წერილი „ქართული ენის გარშემო“). ფლობდა რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს. ყურადღებას იპყრობს გ. შარვაშიძის პუბლიცისტური წერილები აფხაზეთის ისტორიასა და თანადროული ცხოვრების საკითხების გარშემო, რომლებიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ („[[დროება (გაზეთი)|დროება]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]“) და საზღვარგარეთულ პრესაში. საყურადღებოა აგრეთვე მისი სათეატრო რეცენზიები ([[გუნია ვალერიან|ვ. გუნიას]] პიესების „და-ძმის“, „რაც არ გერგება - არ შეგერგებას“, [[ცაგარელი ავქსენტი|ა. ცაგარლის]] „ციმბირელის“, [[ჩეხოვი ანტონ|ა. ჩეხოვის]] „დათვის“ თაობაზე). ჰქონდა საკუთარი პიესებიც — კომედია „მომაკვდავნი სურათნი“ (რომელიც დაიდგა [[თბილისი|თბილისში]] 1881 წ.) და პატრიოტული დრამა „[[გიორგი მესამე]].
  
იგი იყო [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]], აკაკი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათ ყველა ეროვნულ საქმეში გვერდით ედგა, მათთან ერთად იღვწოდა საერთო ეროვნული შეგნების, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა [[საქართველო]]ს საზოგადოებრივ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1870-იანი წლებიდან მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები და პოემები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. თბილისში იდგმებოდა მისი პიესები, აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, რითაც დიდი ამაგი დასდო ქართული ეროვნული თეატრალური კულტურის განვითარებას. გიორგი შარვაშიძე ზედმიწევნით ღრმად იცნობდა ქართულ ლიტერატურას და თვითონაც წერდა შესანიშნავ ლექსებს [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]].
+
გ. შარვაშიძის ქართულ თუ რუსულ ენებზე შექმნილ ლექსებს, ისევე როგორც მის დრამატურგიას, განსაზღვრავს პატრიოტული მოტივი („ვარადა“, „მამულო“, „შენ იცნობ, ძმაო“, „ლომი“). პოეტი აიდეალებს [[საქართველო|საქართველოს]] გარდასულ დიდებას, გამოხატავს წუხილს მისი მომავლის გამო. აღსანიშნავია მისი სატრფიალო ლექსებიც („კითხვა–პასუხი“, „ჩემს გიჟურს ოხვრებს...“).
  
 +
==თხზულებანი==
 +
ლირიკა. ეპოსი. დრამა. სოხუმი, 1946.
  
::: '''ვარადა'''
+
==ლიტერატურა==
 +
* ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, იქვე.
  
::განგებავ! ამას ნუ მიწყენ,
 
::ვერ გადავგვარდე გვარადა,
 
::ხანდისხან წავიღუღუნო
 
::მამაპაპური ვარადა.
 
::ესე ღუღუნი სიმღერა
 
::არაა გასახარადა,
 
::ისა ჰგავს დედის საფლავზე
 
::ობლისა მოთქმას მწარადა.
 
 
 
==წყარო==
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:შარვაშიძეები]]
 
[[კატეგორია:შარვაშიძეები]]

12:22, 13 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

გიორგი შარვაშიძე

შარვაშიძე გიორგი (ფსევდონიმები: „პონტოქსელი“, „გარდახვეწილი“) (1846–1918) — პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, მთარგმნელი. იყო აფხაზეთის მთავრის მემკვიდრე, ეროვნული და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, ეროვნულ საკითხში ილიასა და აკაკის კონცეფციის გამზიარებელი, ძველი ქართული მწერლობის კარგი მცოდნე, ქართული ენის სიწმინდის დაცვის მზრუნველი (ამ მხრივ საგულისხმოა მისი წერილი „ქართული ენის გარშემო“). ფლობდა რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს. ყურადღებას იპყრობს გ. შარვაშიძის პუბლიცისტური წერილები აფხაზეთის ისტორიასა და თანადროული ცხოვრების საკითხების გარშემო, რომლებიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ („დროება“, „ივერია“) და საზღვარგარეთულ პრესაში. საყურადღებოა აგრეთვე მისი სათეატრო რეცენზიები (ვ. გუნიას პიესების „და-ძმის“, „რაც არ გერგება - არ შეგერგებას“, ა. ცაგარლის „ციმბირელის“, ა. ჩეხოვის „დათვის“ თაობაზე). ჰქონდა საკუთარი პიესებიც — კომედია „მომაკვდავნი სურათნი“ (რომელიც დაიდგა თბილისში 1881 წ.) და პატრიოტული დრამა „გიორგი მესამე“.

გ. შარვაშიძის ქართულ თუ რუსულ ენებზე შექმნილ ლექსებს, ისევე როგორც მის დრამატურგიას, განსაზღვრავს პატრიოტული მოტივი („ვარადა“, „მამულო“, „შენ იცნობ, ძმაო“, „ლომი“). პოეტი აიდეალებს საქართველოს გარდასულ დიდებას, გამოხატავს წუხილს მისი მომავლის გამო. აღსანიშნავია მისი სატრფიალო ლექსებიც („კითხვა–პასუხი“, „ჩემს გიჟურს ოხვრებს...“).

თხზულებანი

ლირიკა. ეპოსი. დრამა. სოხუმი, 1946.

ლიტერატურა

  • ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, იქვე.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები