თერმოდინამიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თერმოდინამიკა''' – მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ს...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:40, 13 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

თერმოდინამიკა – მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის სითბური მოძრაობის კანონზომიერებას და სითბური მოძრაობის გავლენას სხეულთა ფიზიკურ თვისებებზე. თერმოდინამიკა ეფუძნება კანონთა მცირე რიცხვს, ანუ თერმოდინამიკის საწყისებს, რომლებიც დადგენილია დიდი რაოდენობის ექსპერიმენტული მასალის განზოგადების შედეგად.

თერმოდინამიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა თერმოდინამიკური სისტემა, რომელიც განისაზღვრება, როგორც იმ ფიზიკურ სხეულთა ერთობლიობა, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთსა და სხვა სხეულებს შორის ენერგიისა და ნივთიერების გაცვლა (ასეთია, მაგალითად, სისტემა, რომელიც შედგება მოლეკულების, ატომების, ელექტრონებისა და სხვა ნაწილაკების ძალიან დიდი რიცხვისაგან).


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები