რეპერი (მათემატიკური ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რეპერი''' – n-განზომილებიანი [[ვექტორული სივრცე|ვექტორული სი...) |
15:26, 13 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
რეპერი – n-განზომილებიანი ვექტორული სივრცისათვის რეპერ არის ერთობლიობა n წრფივად დამოუკიდებელი
ვექტორებისა რომლებიც აღებულნი არიან გარკვეული მიმდევრობით და აქვთ საერთო საწყისი წერტილი.
ვექტორებისათვის სივრცეში რეპერი წარმოადგენს ერთი სიბრტყისადმი არაპარალელურ ვექტორთა ნებისმიერ სამეულს
(საერთო საწყისი წერტილით).
თუ რეპერის შემადგენელი ვექტორები წყვილწყვილად ორთოგონალურია, მაშინ რეპერს უწოდებენ ორთოგონალურს. თუ, ამასთანავე, ვექტორები ერთეულოვანი სიგრძისაა, მაშინ რეპერს ეწოდება ორთონორმირებული.