ყიფიანი კონსტანტინე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყიფიანი კონსტანტინე“ გადაიტანა გვერდზე „კოტე ყიფიანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოტე ყიფიანი“ გადაიტანა გვერდზე „ყიფიანი კონსტანტინე“ გადამი...) |
00:53, 17 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) (1849-1921) — თეატრალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. დიმიტრი ყიფიანის შვილი.
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, მოსკოვის სააგრონომო-სატყეო აკადემიაში. მსახურობდა სხვა დასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში, მუდმივი ქართული თეატრის სცენაზე (იყო დრამატული როლების ჩინებული შემსრულებელი), თხზულებებს (პუბლიცისტურს, კრიტიკულს, ბელეტრისტულს, სამეცნიეროს) აქვეყნებდა ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში და „მოსკოვსკიე ვედომოსტში“. წერდა ქართულად და რუსულად. ავტორია არაერთი პროზაული თხზულებისა („თამასუქი“, „დანგრეული ყორე“, „ბოსელში“, „ხიფათი“) ისტორიული დრამებისა („ორი მამა“, „საქართველოს ბედი“, „ცოტნე დადიანი“), კომედიების, ვოდევილებისა. შეადგინა რუსულ-ქართული საასტრონომიო, საზოოლოგიო, სამინერალოგიო, რუსულ-ქართულ-ლათინური საბოტანიკო, რუსულ-ქართული აკადემიური ლექსიკონები.
თარგმანები
თარგმნილი აქვს ვ. ჰიუგოს „ტორკვემადა“, ბალზაკის „მერკადე“.