ქართული ბიბლიოთეკა (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[კატეგორია: ქართული პერიოდული გამოცემები]]
 
[[კატეგორია: ქართული პერიოდული გამოცემები]]
 
[[კატეგორია:ქართული ჟურნალები]]
 
[[კატეგორია:ქართული ჟურნალები]]
 +
[[კატეგორია:ლიტერატურული გამოცემები]]

მიმდინარე ცვლილება 12:51, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ქართული ბიბლიოთეკა — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1883 წ. ქუთაისში. რედაქტორ-გამომცემელი — ეკატერინე ლორთქიფანიძე თანამშრომლობდნენ: ე. ყიფიანი-ლორთქიფანიჰე, ა. მესხი, ა. და ე. ნიკოლაძეები, ა. ბაქრაძე… ჟურნალი მიზნად ისახავდა თარგმნილი ლიტერატურის მეშვეობით მკითხველებში კეთილშობილური გრძნობების გაღვივებას და მაღალი იდეალების განსახორციელებლად მათს დარაზმვას. ჟურნალში გამოქვეყნდა ჟ. მოლიერის, ვ. ჰიუგოს, ჰ. სენკევიჩის, ევგ. ტურის, ე. პირსის ნაწარმოებები, უმეტესად ისეთი თხზულებები, რომელთა მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, რაც განპირობებული იყო რედაქციის ჩანაფიქრით — წარმოეჩინა ქალი როგორც მამაკაცის თანასწორი, მამულის მოყვარე, დიდი საქმეებისთვის თავდადებული. ჟურნალი ცდილობდა ხელი შეეწყო ქალთა ემანსიპაციისთვის.



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები