ნასიძე მიხეილ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. | ||
| − | |||
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]] | [[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | [[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | [[კატეგორია: ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | ||
[[კატეგორია:ნასიძეები]] | [[კატეგორია:ნასიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:16, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ნასიძე მიხეილ − (ფსევდონიმი: „მე გახლავარ“), (1859-1935), ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
1880 წ. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი. 80-იანი წლებიდან დაიწყო ლიტერატურულ-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული მეთოდიკური აზროვნების განვითარებაში. ცნობილია, როგორც „განმარტებითი კითხვის“ მიმდინარეობის ფუძემდებელი (უპირისპირდებოდა ი. გოგებაშვილის „ენციკლოპედიური განათლების“ იდეას). მ. ნასიძის კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სტატიები, რეცენზიები ქვეყნდებოდა „ივერიაში“, „ნობათში“, „მწყემსში“, ავტორი იხილავდა საბავშვო ლიტერატურის, ქართული ენის გრამატიკის, თეატრალური ხელოვნების, ხალხური შემოქმედების საკითხებს. ნ. ნასიძე არის სასკოლო სახელმძღვანელოების („ქართული ქრესტომატია“, 1885, „ქართველი მწერლები“ — სამ ნაკვეთად: საბა-სულხან ორბელიანი, 1886, დავით გურამიშვილი, 1887, ვახტანგ მეექვსე, 1887) შემდგენელი. ი. ჭავჭავაძის პირველი ბიოგრაფი („ილია ჭავჭავაძე“, (1898).