ჟამთააღმწერელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
 
 
 
[[კატეგორია:ქართველი მემატიანეები]]
+
[[კატეგორია:ქართველი მემატიანეები]]ისტორიკოსები
[[კატეგორია:ქართული ისტორიოგრაფია]]
+
[[კატეგორია:ქართული ისტორიკოსები]]

00:41, 19 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ჟამთააღმწერელი — (XIV ს.), მემატიანე, „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ნაწილის ავტორი. ვარაუდობენ, რომ გიორგი ბრწყინვალეს თანამედროვე მოღვაწე უნდა ყოფილიყო. მოთხრობილი აქვს საქართველოს ისტორია ლაშა-გიორგის მეფობიდან გიორგი ბრწყინვალის ხანამდე. ნაწარმოები „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ თხზულებათა მორის ერთ-ერთი საუკეთესოა. გვაწვდის მონღოლთა ბატონობის პერიოდის ამსახველ მრავალ ცნობას, გამოირჩევა სიზუსტით, წყაროებისადმი კრიტიკული მიდგომით, ეპოქათა ანალიზით. „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს,“ — აღნიშნავს მემატიანე და თვით მეფე-დიდებულთა მხილებასაც არ ერიდება. ქვეყნის დაკნინების მიზეზად ქართველთა სამ მანკიერებას მიიჩნევს: „გემოთმოყვარება, ვერცხლის-მოყვარება და დიდების მოყვარება“. ავტორი ემყარება მრავალ ისტორიულ წყაროს. ამასთან, მისი თხზულება, საისტორიო მნიშვნელობასთან ერთად, დახვეწილი თხრობისა და მხატვრული ხედვის ჩინებული ნიმუშია.


ტექსტი

  • ქართლის ცხოვრება, II, 1959, გვ. 115-150

ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები