შენგელია რომან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შენგელია რომან“ გადაიტანა გვერდზე „რომან შენგელია“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რომან შენგელია“ გადაიტანა გვერდზე „შენგელია რომან“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:19, 30 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

რომან შენგელია – 1939-1909 – ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1964), დაიბადა სოფელ იანეთში სამტრედიის რაიონი), 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, შემდეგ - ასპირანტურა. 1955-1960 წლებში მუშაობდა იმავე ფაჯულტეტზე. 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ - უმცროს, შემდეგ - უფროს და ბოლოს წამყვან მეცნიერ თანამშრომლად.

რომან შენგელია ფართო ერუდიციის მკვლევარი იყო. ძირითადად იკვლევდა ესთეტიკის პრობლემებს (ანტიკური ესთეტიკა, კანტის ესთეტიკა და სხვა), რომელსაც არაერთი სერიოზული ნაშრომი მიუძღვნა. ეწეოდა აგრეთვე ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას, ქართულად თარგმნა და გამოსცა მ. კაგანის დიდტანიანი სახელმძღვანელო ესთეტიკაში - „მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკა“ (1984).


[რედაქტირება] თხზულებები

  • „ანტიკური ესთეტიკის ისტორიიდან“ (1970);
  • „ხელოვნების საზოგადოებრივი მნიშვნელობა“ (1972);
  • „ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში“ (1989).

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები