ბმული სივრცე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბმული სივრცე''' – ტოპოლოგიური სივრცე, რომლის ნებისმიერი დაშ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:32, 1 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

ბმული სივრცე – ტოპოლოგიური სივრცე, რომლის ნებისმიერი დაშლისას ორ არათანამკვეთ სიმრავლედ თითოეული შეიცავს მეორის ზღვრულ წერტილებს.

წრფეზე ბმული სიმრავლის მაგალითია ინტერვალები. სიბრტყეზე და სივრცეში ბმული სივრცის მაგალითებია წრეწირი, სფერო, ყველა ამოზნექილი ფიგურა და ა.შ. ევკლიდურ სივრცეში ღია სიმრავლე ბმულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ყოველი ორი წერტილი შეიძლება შევაერთოთ ტეხილით, რომელიც მთლიანად ამ სიმრავლეშია.

ბმული სივრცის ცნება და ტერმინი თანამედროვე აზრით შემოიღო რიმანმა (1851, 1857). სიტყვა ბმული ადრეც გამოიყენებოდა მათემატიკაში სხვადასხვა ცნებით. მაგალითად, ეილერი ბმულს უწოდებდა უწყვეტ წირებს.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები