კოლხური თხილი
(ახალი გვერდი: კოლხური თხილი - Corylus colchica N. Alb '''Corylus colchica N. Alb'''. – '''...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]] |
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]] | [[კატეგორია: საქართველოს ფლორა]] | ||
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | ||
[[კატეგორია: თხილისებრნი]] | [[კატეგორია: თხილისებრნი]] | ||
16:28, 3 ნოემბერი 2023-ის ვერსია
Corylus colchica N. Alb. – კოლხური თხილი.
მეგრულად – კოლხიდაშ თხირი.
საქართველოს ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობაა, პატარ ზომის ბუჩქი მორიგეობით განლაგებული, მარტივი და ორჯერად დაკბილული ფოთლებით; ფოთლის ყუნწი ხშირ გრძელ აბრეშუმისებრბეწვებიანია. მდედრობითი ყვავილები ორი ქერქლის იღლიაშია წყვილ-წყვილად განლაგებული და კვირტის მსგავსად შეკრებილი; მათი ყვავილსაფარი ქერქლოვანია, თავდაკბილული და ძირით ნასკვზე მიზრდილი. მამრობითი ყვავილები უყვავილსაფროა, მფარავი ქერქლისა და ყვავილის ორი ქერქლის იღლიაში თითო-თითოდ განლაგებული და თავდაკიდებულ ცილინდრულ მჭადებად შეკრებილი, რომლებიც შემოდგომიდანვე იწყებენ განვითარებას. ნაყოფი კვერცხისებრი კაკალია, წაწვეტებული, 1-ბუდიანი, მაგარნაჭუჭიანი და ირგვლივ მწვანე საბურვლით შემოხვეული. ყვ. III; ნაყ. IX-X. იზრდება კირქვიან ქედებზე, ნაზვავებსა და ქვიან ნანგრევებზე მთის ძედა სარტყელში, სადაც ქმნის ბუჩქნარების რაყას.
გამოიყენება ჩვეულებრივი თხილის მსგავსად (Ролловъ, 1908).