კოლხური ჯონჯოლი
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''Fam. Staphyleaceae''' – ოჯ. ჯონჯოლისებრნი '''Staphylea colchica Stev.''' – '''კოლხური ჯონჯოლი'''. | '''Fam. Staphyleaceae''' – ოჯ. ჯონჯოლისებრნი '''Staphylea colchica Stev.''' – '''კოლხური ჯონჯოლი'''. | ||
| − | კავკასიის ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი ფოთლებით; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. ყვავილები თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. თესლი სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII. | + | [[კავკასია|კავკასიის]] ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი [[ფოთოლი|ფოთლებით]]; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. [[ყვავილი|ყვავილები]] თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. [[თესლი]] სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII. |
| − | იზრდება ტყის სარტყელში 1200 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, წაბლნარი ტყის პირებში, მუხნარ ტყეებში, შერეულფოთლოვან გამეჩხერებულ ტყეებში; | + | იზრდება ტყის სარტყელში 1200 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, წაბლნარი ტყის პირებში, მუხნარ ტყეებში, შერეულფოთლოვან გამეჩხერებულ ტყეებში; [[მდინარე]]ებისა და ხევების გაყოლებით. |
თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა. მსგავსად ჩვეულებრივი ჯონჯოლისა, ნახევრადგაშლილი ყვავილებისაგან ამზადებენ მწნილს, რომელიც დელიკატური საჭმელია. ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, აძლიერებს შარდ-სასქესო სისტემის, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას. ასევე ეფექტურად ხსნის თავის ტკივილს, ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ტოქსინები. თესლის ზეთს კუჭ-ნაწლავის სამოქმედო თვისება გააჩნია. კულტივირებულია [[კავკასია|კავკასიის]] სხვადასხვა კუთხეში. | თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა. მსგავსად ჩვეულებრივი ჯონჯოლისა, ნახევრადგაშლილი ყვავილებისაგან ამზადებენ მწნილს, რომელიც დელიკატური საჭმელია. ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, აძლიერებს შარდ-სასქესო სისტემის, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას. ასევე ეფექტურად ხსნის თავის ტკივილს, ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ტოქსინები. თესლის ზეთს კუჭ-ნაწლავის სამოქმედო თვისება გააჩნია. კულტივირებულია [[კავკასია|კავკასიის]] სხვადასხვა კუთხეში. | ||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ჯონჯოლისებრნი]] | ||
00:16, 7 ნოემბერი 2023-ის ვერსია
Fam. Staphyleaceae – ოჯ. ჯონჯოლისებრნი Staphylea colchica Stev. – კოლხური ჯონჯოლი.
კავკასიის ენდემური სახეობაა. 2-3 მ სიმაღლის პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი საკმაოდ კომპაქტური, მონაცრისფრო ელფერის ვარჯით, მურაფერის ქერქლებით, შიშველი მწვანე ყლორტებითა და კაშკაშა მწვანე ფრთისებრი ფოთლებით; ფოთოლი შედგება 3 ფოთოლაკისაგან. ყვავილები თეთრია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად ან საგველა ყვავილედებად. ნაყოფი კვერცხისებრი ფორმის სიფრიფანა, ბუშტივით გაბერილი კოლოფია, რომელთა ნაკვთები თავსა და ბოლოში სოლისებრ შევიწროებულია. თესლი სფერულია, პრიალა-მოყვითალო გახევებული კანით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII.
იზრდება ტყის სარტყელში 1200 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, წაბლნარი ტყის პირებში, მუხნარ ტყეებში, შერეულფოთლოვან გამეჩხერებულ ტყეებში; მდინარეებისა და ხევების გაყოლებით.
თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა. მსგავსად ჩვეულებრივი ჯონჯოლისა, ნახევრადგაშლილი ყვავილებისაგან ამზადებენ მწნილს, რომელიც დელიკატური საჭმელია. ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, აძლიერებს შარდ-სასქესო სისტემის, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას. ასევე ეფექტურად ხსნის თავის ტკივილს, ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ტოქსინები. თესლის ზეთს კუჭ-ნაწლავის სამოქმედო თვისება გააჩნია. კულტივირებულია კავკასიის სხვადასხვა კუთხეში.
შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნსა“ (1982) და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (2006).