პაველ ალექსანდროვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ალექსანდროვი პაველ''' (1896 – 1982) – რუსი მათემატიკოსი. სამეცნიერ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ალექსანდროვი პაველ“ გადაიტანა გვერდზე „პაველ ალექსანდროვი“) |
00:04, 8 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ალექსანდროვი პაველ (1896 – 1982) – რუსი მათემატიკოსი. სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო სიმრავლეთა თეორიასა და ფუნქციათა თეორიაში, განაგრძო ტოპოლოგიაში და შექმნა საბჭოთა ტოპოლოგიური სკოლა (მისი მოწაფეები იყვნენ ლ. პონტრიაგინი, ა. ტიხონოვი, გ. ჭოღოშვილი). პ. ს. ურისონთან ერთად შექმნა და განავითარა კომპაქტურ და ბიკომპაქტურ სივრცეთა თეორია. ტოპოლოგიაში შემოიტანა ფუნდამენტური ცნებები და კონსტრუქციები. შექმნა ჰომოლოგიური განზომილების თეორია.