დელტოიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დელტოიდა''' (რომბოიდი) – ამოზნექილი ოთხკუთხედი, რომელსაც აქვ...) |
14:00, 8 ნოემბერი 2023-ის ვერსია
დელტოიდა (რომბოიდი) – ამოზნექილი ოთხკუთხედი, რომელსაც აქვს მისი დიაგონალის შემცველი მხოლოდ ერთი სიმეტრიის ღერძი. დელტოიდის დიაგონალები ურთიერთპერპენდიკულარულია. მისი ფართობი ტოლია დიაგონალების სიგრძეთა ნამრავლის ნახევრისა. დელტოიდში შეიძლება წრეწირის ჩახაზვა (ვინაიდან მოპირდაპირე გვერდების სიგრძეთა ჯამი ტოლია).