ერესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 6: ხაზი 6:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
* [[მოხელის სამაგიდო ლექსიკონი]]
+
* მოხელის სამაგიდო ლექსიკონი
 
* [[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]]
 
* [[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]]
 
* [[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
 
* [[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]

14:03, 8 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ერესი - (ბერძ. Hairesis, „არჩევანი“, „მიდრეკილება“) „არჩევანი“, ჭეშმარიტი რელიგიის დოგმატის უარმყოფელი სარწუნოებრივი მოძღვრება, ეკლესიის სწავლებასთან დაპირისპირება, სამოძღვრო უთანხმოება.

თავდაპირველად ტერმინი აღნიშნავდა უპირატესობას („არჩევანი“), რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ თუ პოლიტიკურ დოქტრინას ენიჭებოდა. ახალ აღთქმაში სიტყვა ცხრაჯერ გვხვდება, გასაკიცხი სექტის ან მოძღვრების მნიშვნელობით. სამოციქულო მამებმა, აპოლოგეტებმა და, უმთავრესად, ტერტულიანემ უფრო დააზუსტეს ტერმინის მნიშვნელობა და განმარტეს ერესი როგორც რწმენის ჭეშმარიტებებთან დაკავშირებით საკუთარი, – ეკლესიის სწავლებასთან დაპირისპირებული, – ინტერპრეტაციის დამკვიდრება. წმიდა იერონიმემ ერესსა და სქიზმას შორის განსხვავება განმარტა: ერესი ნამდვილ სამოძღვრო უთანხმოებად განისაზღვრა, სქიზმა კი – იერარქიისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით გამოყოფად და ერთიანობის რღვევად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები