ტყის მარწყვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ტყის მარწყვი '''<big>ტყის მარწყვი</big>''' '''ოჯახი - Rosace...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:ვარდისებრნი]] | [[კატეგორია:ვარდისებრნი]] | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამკურნალო მცენარეები]] | ||
23:39, 9 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ტყის მარწყვი
ოჯახი - Rosaceae - ვარდისებრთა
გვარი - Fragaria L. - მარწყვი
სახეობა - F. vesca L. - ტყის მარწყვი
ტყის მარწყვი ბალახოვანი მცენარეა, ფესურა მოკლეა, გენერაციული ყლორტები პირდაპირია – 20 სმ-მდე. ვეგეტატიური ნაწილები მხოხავია, ინვითარებს „ულვაშებს”. ფოთლები სამყურაა, მოგრძო ჯამისებრი. ყვავილები ხუთწევრიანია, შეკრებილი მცირე ყვავილებიან ფარისებურ ყვავილედად. ნაყოფი შეიცავს მრავალ ცალკეულ თესლს, იგი მუქი წითელია. მწიფე ნაყოფი ადვილად წყდება და ცვივა. ყვავილობას იწყებს მაისის ბოლოს და ყვავის მთელი ზაფხული. ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია მთელ ევროპაში, ყირგიზეთსა და კავკასიაში. იზრდება ღია ადგილებში, ანდა ბუჩქებს შორის. სინათლის მოყვარულია.