თორელი კახა (I)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:ჯავახეთის ერისთავები]] | [[კატეგორია:ჯავახეთის ერისთავები]] | ||
[[კატეგორია:თორელები]] | [[კატეგორია:თორელები]] | ||
| + | [[კატეგორია:ერისთავთ-ერისთავები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:09, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
კახა (I) თორელი - ჯავახეთის ერისთავი 1152 წ. XII ს-ში ჯავახეთის ერისთავობა თორელთა საგვარეულოს კუთვნილება ჩანს. ერისთავთ-ერისთავი კახა ჯავახეთის ერისთავად იხსენიება 1152 წ-ის საორბისის წარწერაში: „ქ. წმიდაო გიორგი, შეიწყალე ერისთავთ-ერისთავი კახა და შვილნი მათნი“. ნ. შოშიაშვილის მოსაზრებით, სწორედ იგი უნდა ყოფილიყო ის ანონიმი თორელი, რომელიც, თამარის პირველი ისტორიკოსის მონათხრობით, დიდ და სახელგანთქმულ მოლაშქრედ იყო ცნობილი და გიორგი III-ს ეხმარებოდა ანისის შემომტკიცებაში. კახა 1177 წ-ის ამბოხის შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიება.
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- Чубинашвили 1915: 184;
- ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 13;
- შოშიაშვილი 1966: 26;
- ბახტაძე 2003: 255-259
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში