თევზაია ბიქტორ
(→იხილე აგრეთვე) |
|||
| ხაზი 34: | ხაზი 34: | ||
[[კატეგორია:დიპლომატები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]] | [[კატეგორია:დიპლომატები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]] | ||
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
| + | [[კატეგორია:თევზაიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:25, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
თევზაია ბიქტორ ვასილის ძე (1883 - 1932) - ქართველი სოციალ-დემოკრატი, რევოლუციონერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მისი ფსევდონიმია „ბ. თეკლათელი“.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სრულიად ახალგაზრდამ, ფოთსა და სამეგრელოში, 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. პატიმრობას ის საზღვარგარეთ წასვლით გადაურჩა. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პოლიტიკურ ეკონომიაში საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. ამ საგანში იგი, როგორც პრივატ-დოცენტი, ჟენევის უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობდა.
1917 წელს ბ. თევზაია დაბრუნდა საქართველოში და სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგებში ჩადგა. ის მუშაობდა, როგორც პროპაგანდისტი და ჟურნალისტი. 1917 წელს აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წლდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წამრომადგენელი უკრაინაში.
1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბათუმში გახიზნული ბ. თევზაია თბილისში დაბრუნდა. მან ბოლშევიკების ზეწოლას ვეღარ გაუძლო, ორი წლის შემდეგ კონსპირაციული ბინა დატოვა და ბოლშევიკურ მთავრობას შეურიგდა. ბ. თევზაიამ ერთ-ერთმა პირველმა აიღო ხელი 1923, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაზე და წერილობითი აღთქმა მისცა ხელისუფლებას, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. მის მიერ 1923 წლის 28 თებერვალს ხელმოწერილი განცხადებით გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას მიმართავდა, სადაც უარყოფდა სოციალ-დემოკრატთა პოლიტიკურ კურსს და პარტიის რიგებიდან და ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლას ადასტურებდა.
მიუხედავად ამისა, ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგ მას რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს. საბჭოთა საქართველოს პერიოდში ბ. თევზაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ ეკონომიკაში ლექციებს კითხულობდა. როცა ბოლშევიკებმა ინტელიგენციის „წმენდა“ განახორციელეს, ბ. თევზაია კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით გაასამართლეს. მასზე აქტიური ზეწოლის გამო, ის მძიმედ დაავადდა, შემდგომ კი - სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
- ლელა სარალიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გაზ. „ბრძოლის ხმა“, პარ., 1932, №26; გაზ.
- „კომუნისტი“, 2 მარტი, 1923.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი დიპლომატები
- სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- ქართველი პუბლიცისტები
- ქართველი ჟურნალისტები
- ამიერკავკასიის სეიმის წევრები
- დიპლომატები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- თევზაიები