სოსლანი ქუვდი
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ. | დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ. | ||
− | ვ. მილერი თვლიდა, რომ აღნიშნულ დღეობასა და ნართული ეპოსის პერსონაჟს – სოსლანს შორის საერთო არაფერი იყო. გვიანდელმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სოსლანის კავშირი „სოლარულ კულტთან ამ დღესასწაულის სახით გადამწყვეტ მტკიცებულებას იძენს“ (ვ. აბაევი). | + | ვ. მილერი თვლიდა, რომ აღნიშნულ დღეობასა და ნართული ეპოსის პერსონაჟს – სოსლანს შორის საერთო არაფერი იყო. გვიანდელმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სოსლანის კავშირი „სოლარულ კულტთან ამ დღესასწაულის სახით გადამწყვეტ მტკიცებულებას იძენს“ ([[ვასილ აბაევი|ვ. აბაევი]]). |
მიმდინარე ცვლილება 13:25, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
სოსლანი ქუვდ-ი (ოს. Сосланы куывд – „სოსლანის დღეობა“) – დიგორის ხეობის სოფლების – პირველი ნარისა და მეორე ნარის მოსახლეობის ყოველწლიური დღესასწაული, რომელსაც ივნისის თვეში აღნიშნავდნენ. დღეობა იმართებოდა სოფლებთან ახლომდებარე მაცუთად წოდებულ პუნქტში, სადაც, გადმოცემის თანახმად, დაკრძალული იყო პოპულარული ნართი გმირი – სოსლანი. სადღეობოდ სოსლანის სახელზე მსხვერპლად სწირავდნენ საერთო სახსრებით შეძენილ ცხვარს და ოსური პანთეონის აგრარულ ღვთაებებს კარგ ამინდს, ბარაქიან მოსავალს და საქონლის დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ.
ვ. მილერი თვლიდა, რომ აღნიშნულ დღეობასა და ნართული ეპოსის პერსონაჟს – სოსლანს შორის საერთო არაფერი იყო. გვიანდელმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სოსლანის კავშირი „სოლარულ კულტთან ამ დღესასწაულის სახით გადამწყვეტ მტკიცებულებას იძენს“ (ვ. აბაევი).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
- Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. Владикавказ, 2001;
- Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
- Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
- Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.