აბსოლუტივი
(ახალი გვერდი: '''აბსოლუტივი''' – (< ლათ. absolutivus – დამოუკიდებელი, თეითკმარი), 1. ერგა...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
− | [[კატეგორია:გრამატიკა] | + | [[კატეგორია:გრამატიკა]] |
12:54, 14 ნოემბერი 2023-ის ვერსია
აბსოლუტივი – (< ლათ. absolutivus – დამოუკიდებელი, თეითკმარი),
1. ერგატიული წყობის ენებში გარდაუვალი ზმნის ობიექტისა და გარდამავალი ზმნის სუბიექტის ბრუნვა;
2. ზოგ ინდოევროპულ ენაში ნაზმნარი სახელის უცვლელი ფორმა. ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში – ზმნის ინფინიტიური ფორმა, რომელიც გამოხატავს წინადადებაში სხვა ზმნით აღნიშნული (ძირითადი) მოქმედების დამატებით მოქმედებას. აბსოლუტივის სემანტიკურ-გრამატიკური სტატუსი ზუსტად დადგენილი არ არის, ზმნის კატეგორიებიდან მას შენარჩუნებული აქვს ასპექტი და გვარი, ამოსავალი ზმნის სინტაქსური კაეშირები. აბსოლუტივის სხვადასხვა ენაში სხვადასხვა ფუნქცია აკისრია და სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს გამოხატული. მაგ., რუსულში იგი გამოხატულია ზმნის განუსაზღვრელი ფორმით (Депричастие) და აღნიშნაეს მხოლოდ ერთისა და იმავე სუბიექტის მიერ ძირითად მოქმედებასთან ერთად შესრულებულ დამატებით მოქმედებას.
აბსოლუტივი გვხედება იბერიულ-კავკასიური ენებშიც (აფხასურში, ლეზგიურში, უდიურში…). ქართულში აბსოლუტივს სპეციალური გრამატიკული ფორმა არა აქვს და გამოიხატება დამოკიდებულ წინადადებაში ზმნის პირიან ფორმაზე რა კავშირის დართეით. ასეთი ფორმები ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ქართულში, რა კაგშირიაჩი ფორმებით აღნიშნული მოქმეღება შეიძლება იყოს როგორც მთავარ წინადადებაში აღნიშნული მოქმედების წინმსწრები ან მომდევნო, ისე მისი თანადროული. ერთდროულობა გამოიხატება რა კავშირის დართვით ზმნის უსრულასპექტიან ფორმებზე („და იტყოდის ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა“ – ი. 11, 56: „რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან“, შოთა რუსთაველი). თანამედროვე ქართულში ერთდროულობა გამოიხატება, ჩვეულებრივ, რა კავშირის გარეშე. კავშირიანი ფორმები შედარებით იშეიათია და უმეტესად წიგნურ ხასიათს ატარებს (მიდიოდა რა…, უარყოფს რა…). აბსოლუტივის მნიშენელობით უფრო ხშირია მიმღეობიანი კონსტრუქციები.
ლიტერატურა
- ლომთათიძე ქ. აფხაზური გარდამავალი უსუბიექტო ფორმები. – „იკე“. II, თბ., 1948;
- შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძელები, I, თბ., 1951;