ბიბერშტეინის ტიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Tulipa biebersteiniana.jpg|thumb|300პქ|Tulipa biebersteiniana Schult. Et Schult. fil - ბიბერშტეინის ტიტა]...)
 
ხაზი 24: ხაზი 24:
 
აიკრძალოს მცენარის ყოველგვარი შეგროვება. თელეთის ქედი (სადაც ტიტასთან ერთად მრავალი იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობა იზრდება) გამოცხადდეს აღკვეთილად.
 
აიკრძალოს მცენარის ყოველგვარი შეგროვება. თელეთის ქედი (სადაც ტიტასთან ერთად მრავალი იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობა იზრდება) გამოცხადდეს აღკვეთილად.
  
* [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]].[[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/461011/1/TbilisisMidamoebisFlorisSamkurnaloGeofitebi.pdf]]
+
* [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]].
  
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:შროშანასებრნი]]
 
[[კატეგორია:შროშანასებრნი]]
 
[[კატეგორია: ბოლქვიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: ბოლქვიანი მცენარეები]]

18:30, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია

Tulipa biebersteiniana Schult. Et Schult. fil - ბიბერშტეინის ტიტა

Tulipa biebersteiniana Schult. Et Schult. fil – ბიბერშტეინის ტიტა

მრავალწლოვანი ბოლქვოვანი მცენარეა, ლამაზი ყვითელი ყვავილებით.მნიშვნელოვანია მეყვავილეობაში, როგორც იშვიათი სასელექციო მასალა; ასევე მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისითაც.

ყვ. IV; ნყ. V-VI.

პონტურ-სარმატული სახეობაა. კლასიკური ადგილსამყოფელი – მოზდოკი – ყიზლარი.

საერთო გავრცელება: შუა ევროპა, ხმელთაშუაზღვის მხარე (ბალყარეთი), მცირე აზია, შუა აზია, ციმბირი.

კავკასია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია: აზერბაიჯანი (Гроссгейм, 1940).

საქართველოქართლი (საქ.მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში იზრდება: თელეთის ქედზე, მცხეთა-არმაზისა და მართაზის ხეობებში.

იშვიათ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება; შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში”.

ქსეროფიტია. იზრდება გრაკლისა და ძეძვის ბუჩქნარებში, ბუჩქნართა რაყებში,გამეჩხერებულ ანთროპოგენურ ტყეებში, ქვა-ღორღიან მწირ ნიადაგებზე,პერიოდულად მშრალ ხევებში, ზღ.დ. 400-800 მ-ის ფარგლებში.

დღევანდელი მდგომარეობით სახეობას თბილისის შემოგარენში გაქრობა ემუქრება. ძირითადი ლიმიტირების ფაქტორი ანთროპოგენურია. ადრე გაზაფხულზე,როდესაც ქალაქი ყვავილების დეფიციტს განიცდის, ამ დროს ყვავილობს აღნიშნული სახეობა. დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვის, ეკოტიპის ადვილად მისაწვდომობისა და მაღალდეკორატიულობის გამო, წინა წლებში მასობრივად იკრიფებოდა და იყიდებოდა თბილისის ბაზრებსა და ქუჩებში. ქალაქის ირგვლივ მწვანე ზოლის შექმნასთან დაკავშირებით წარმოებულმა ღონისძიებებმა, რაც საგრძნობლად შეეხო თელეთის ქედს, დაარღვია ტიტას ბუნებრივი ადგილსამყოფელი, ამან რა თქმა უნდა გამოიწვია რიცხოვნობის კატასტროფული შემცირება, რამაც პოპულაციები თითქმის სრულ განადგურებამდე მიიყვანა. აუცილებელ ღონისძიებად მიგვაჩნია, ბუნებაში ერთეულად დარჩენილი პოპულაციების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით აიკრძალოს მცენარის ყოველგვარი შეგროვება. თელეთის ქედი (სადაც ტიტასთან ერთად მრავალი იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობა იზრდება) გამოცხადდეს აღკვეთილად.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები