კვლიავი
(ახალი გვერდი: კვლიავი '''<big>კვლიავი</big>''' '''ოჯახი – Umbelliffere – ქოლგოს...) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ქოლგოსნები]] | [[კატეგორია:ქოლგოსნები]] | ||
| − | [[კატეგორია:სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
მიმდინარე ცვლილება 19:02, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
კვლიავი
ოჯახი – Umbelliffere – ქოლგოსანთა
გვარი - Carum L. – კვლიავი
სახეობა - C. carvi L – კვლიავი
კვლიავი ბალახოვანი მცენარეა, შეიძლება იყოს ორწლიანი ან მრავალწლიანი, ხორცოვანი მთავარი ფესვითა და სწორმდგომი ღეროებით. 25-70 სმ სიმაღლის. ინვითარებს ფოთლების როზეტს, რომლებიც მომრგვალოა. შუა ფოთლები ხაზურა, წამახვილებული, ქოლგებში 8-16 შიშველი სხივია არათანაბარი სიგრძის. ყვავილები წვრილია, ჯამი თითქმის შეუმჩნეველია, გვირგვინი თეთრი ან ვარდისფერი. ნაყოფები მომრგეალო, ყავისფერი, 3-7 მმ სიგრძის. ყვავის ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია ევროპული ნაწილის ტყიან და ტყესტეპიან რაიონებში, ციმბირში, კავკასიაში, ყირიმში, ყაზახეთსა და შუა აზიაში. ნაყოფებში გამომუშავდება 3-6% ეთერზეთები, ცხიმები - 14-22%, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონიდები - კვერცეტინი და კემპფეროლი. თესლი, კვლიავის წყალი და ზეთი გამოიყენება ატონიისა და ნაწლავების დაავადების დროს, მეტეორიზმისა და სეკრეტორული ფუნქციების მოშლისას. ნაყოფები ასევე გამოიყენება კვებისა და პურის მრეწველობაში, ხმარობენ პარფიუმერიაშიც.