კლდის ძირტკბილა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კილამურა“ გადაიტანა გვერდზე „კლდის ძირტკბილა“ გადამისამართე...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. |
| − | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ჯვაროსნები]] | [[კატეგორია:ჯვაროსნები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 19:03, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
Polypodium vulgare L. – კლდის ძირტკბილა, კილამურა.
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები გაზაფხულზე ვითარდება და გვიან შემოდგომამდე რჩება. ფოთლის ფირფიტა მოხაზულობით მეტწილად მოგრძო-ლანცეტააა, ერთმაგ ფრთისებრ განკვეთილი, სეგმენტები ცოტად თუ ბევრად კიდემთლიანია, ძირში გაფართოებული, სეგმენტებზე მეორადი ძარღვები ორმაგ ორთითასებრია. სორუსები მრგვალია, დიდი ზომის, საბურველი არა აქვს. ყვ. VI-IX.
იზრდება ტყის ყველა სარტყელში, უპირატესად ქვედა და შუა, უფრო იშვიათად სუბალპურ სარტყელში, კლდეებზე, ქვებზე, განსაკუთრებით ხავსიანებზე, ღორღიან ნიადაგებზე და სხვ.
კავკასიის ხალხურ მედიცინაში ფესურების ნახარშს იყენებდნენ ხველების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე პირის ღრუს დაავადებებისას. გამშრალ ფესურებს მედიცინაში ადრეულ პერიოდებში ხმარობდნენ როგორც შარდმდენ, ჭიისმდენ და აბორტულ საშუალებას. აგრეთვე ელენთის, ღვიძლის, შარდის ბუშტის ტკივილებისას. სადღეისოდ გამოიყენება მხოლოდ ხალხურ მედიცინაში (Ролловъ, 1908).
