კლდის ხახვი
(ახალი გვერდი: კლდის ხახვი — Allium kunthianum Ved '''Allium kunthianum Ved. (A.lepidum Kunth....) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]]. | + | * [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]]. |
| − | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ხახვისებრნი]] | [[კატეგორია:ხახვისებრნი]] | ||
19:03, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია
Allium kunthianum Ved. (A.lepidum Kunth.) — კლდის ხახვი
მრავალწლოვანი მცენარეა, კვერცხისებრი, 0,75-1 სმ დიამეტრის ბოლქვითა და 8-25 სმ სიმაღლის ღეროთი. ფოთოლი 2-3, ნახევრად ცილინდრული 1 მმ-მდე სიგანის; ქოლგა ნახევრადსფერულია, მცირე ყვავილიანი; ყვავილსაფარი პრიალა, ვარდისფერი.ყვ. VIII-IX; ნყ. X-XI.
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთური სახეობაა, საერთო კავკასიური ირადიაციებით. აღწერილია შუშის მიდამოებიდან (აზერბაიჯანი). კავკასია: იმიერკავკასია: (დაღესტანი), დას. და აღმ., სამხრ. ამიერკავკასია (Гроссгейм, 1940; Фл. СССР, 1935).
საქართველოში გავრცელებულია: აფხაზეთი, აჭარა, ქართლი, მთიულეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, კახეთი, თრიალეთი, ჯავახეთი (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969).
თბილისის მიდამოებში გვხვდება მხოლოდ კოჯრის მიდამოებში.
ქსერომეზოფილური მცენარეა, სინათლის მოყვარული, იზრდება მაღალმთიანეთში, მდელოებზე, სუბალპურ და ალპურ სარტყელში; დაკორდებულ ველებზე, წვრილღორღიან მთა-ველის ნიადაგებზე, ზოგჯერ კლდეებზე.
თბილისის მიდამოებისათვის იშვიათ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება.