ლანცეტა მრავალძარღვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 19: ხაზი 19:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალძარღვასებრნი]]
 
[[კატეგორია:მრავალძარღვასებრნი]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]

19:07, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია

ლანცეტა მრავალძარღვა - Plantago lanceolata

Fam. Plantaginaceae – ოჯ. მრავალძარღვასებრნი Plantago lanceolata L.ლანცეტა მრავალძარღვა

მეგრულად – მაჯღვიდაია.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მარტივი ფოთლებით, რომლებიც მეტწილად როზეტადაა შეკრებილი. ფოთლები ლანცეტაა ან ვიწრო ლანცეტა წვერისკენ თანდათან შევიწროებული, ძირისკენ აგრეთვე თანდათანობით შედარებით ფართო ყუნწად გადასული, შიშველია ან მწოლარე, მოკლე ბეწვით მოფენილი. საყვავილე ღერო 15-30 სმ სიმაღლისაა, სიგრძეზე ვიწროღარებიანი. ყვავილები ორსქესიანია, ცილინდრულ ან კვერცხისებრ მოკლე თავთავად შეკრებილი. ნაყოფი ორთესლიანი კოლოფია, თესლი ვიწრო-ოვალურია, ღია ან მუქი წაბლისფერი, ფართოღარიანი. ყვ.V-IX; ნაყ. VI-X.

იზრდება მთის შუა სარტყლამდე მდელოებზე, მშრალ ბალახოვან ფერდობებზე, ზოგჯერ ნათესებსა და ნაჩხატებში.

მცენარის მიწისზედა ნაწილი შეიცავს ფენოლკარბონულ მჟავებს და მათ წარმოებულებს, ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს; ფოთლები – მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტონციდებს, ფენოლკარბონულ მჟავებს: ქლოროგენის, ნეოქლოროგენის, პროტოკატეხინის, პ-ჰიდროქსიბენზოინის, ნ-კუმარინის, ვანილინის, ოლეინის, ლიმონის, ფერულის, ფერმენტებს, К და С ვიტამინებს, გლიკოზიდ აუკუბინს და სხვ.; თესლებში აღინიშნება – ლორწო და ცხიმზეთები; ფესვებში – სიტოსტერინი, სტიგმასტერინი, ქოლესტერინი, კამპესტერინი, ლინოლინის მჟავა.

სამკურნალო ნედლეულს ფოთლები წარმოადგენს. აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, თუმცა საუკეთესო პერიოდად ყვავილობამდე შეგროვება ითვლება.

წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ხველების საწინააღმდეგოდ, რაღაცა ხარისხით ახლოა ვირისტერფასთან. საინტერესოა, რომ მისი წვენი მცირედ ან საერთოდ არ ობდება. ბოლო პერიოდში მასში აღმოჩენილია ანტიბაქტერიალური ნივთიერება, ფიქრობენ, რომ სწორედ ეს ნივთიერებაა განმსაზღვრელი იმ საუკეთესო შედეგებისა, რასაც იწვევს ლანცეტა მრავალძარღვას ფოთლები ფილტვების ანთებისა და ბრონქების დაავადებებისას.

არც თუ ისე ბევრი მცენარეა, რომელთა მოქმედება ხალხურ მედიცინაში ასე კარგადაა ცნობილი. ნედლი ფოთლების გამონაწური დიდ როლს ასრულებს გაზაფხულის სისხლისგამწმენდ კურსებზე. ითვლება საუკეთესო შემახორცებელ საშუალებად ჭრილობების, მწერების ნაკბენების საწინააღმდეგოდ. მისგან დამზადებული ჩაი წარმატებით იხმარება ხველების, ასთმის, გაციებების დროს. განსაკუთრებით ყივანახველის მკურნალობისას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები