სამკურნალო ტუხტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალბისებრნი]]
 
[[კატეგორია:ბალბისებრნი]]
[[კატეგორია:სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 19:33, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

სამკურნალო ტუხტი

სამკურნალო ტუხტი

ოჯახი - Malvaceae - ბალბასებრნი
გვარი - Ajthaea L.- ტუხტი
სახეობა - A. officinalis L. - სამკურნალო ტუხტი

სამკურნალო ტუხტი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 1,5 მ სიმაღლის, მონაცრისფრო სწორმდგომი ღეროთი, კარგად განვითარებული ფესვთაცსისტემით. ფოთოლთგანლაგება მორიგეობითია, ზედა ფოთლები მთლიანია, კვერცხისებური, შუა და ქვედა 34 ერთად, დახრილი ბოლოებით. ყვავილები ზედა ფოთლების უბეებშია და სწორმდგომი, 3 სმ დიამეტრის. ყვავილს აქეს 5 მწვანე ჯამის ფოთოლაკი, 5 მოვარდისფრო გვირგვინის ფურცელი, მრავალი მტვრიანა, ერთი ბუტკო, ზედა ნასკვიანი. ნაყოფები მშრალია, მრავალთესლიანი. ყვავის ივნისიდან სექტემბრამდე, იმტვერება მწერებით. ივლისში პირველი ნაყოფები მწიფდება. კულტურაში მეორე წლიდან ყვავის. გავრცელებულია ევროპული ნაწილის სტეპებში, კავკასიაში, ყაზახეთში, შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირში, ირჩევს რუდერალურ ადგილებს.

ფესვებში გამოიყოფა 35% საქარიდები, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქეთ. გამოიყენება როგორც სასუნთქი გზებისა და ანგინის სამკურნალოდ, ასევე გასტრიტების, ენტეროკოლიტის და ა.შ. ღეროებში არსებული უხეში უჯრედისით ამზადებენ ქაღალდსა და თოკებს. ნაყოფებსა და ყვავილის ნაწილებში არსებული ნივთიერებები გამოყენებულია სხვადასხვა ლაქისა და საღებავის წარმოებაში.

[რედაქტირება] წყარო

სამკურნალო მცენარეთა მავნებლები და დაავადებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები